OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

ჯანმრთელობის სკრინინგ-ცენტრის უპირატესობები

15 ნოემბერი 2021
ჯანმრთელობის სკრინინგ-ცენტრის უპირატესობები
კავკასიის მედიცინის ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკრინინგის ცენტრის განვითარებაში. აქ მრავალი დაავადების საწყისი სტადიის დიაგნოსტირება ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატებით ხორციელდება, რომელთა ცდომილება მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე ჰოსპიტლის სკრინინგ ცენტრის უპირატესობას წარმოადგენს მულტიპროფილური ექიმების გუნდი, რომელთა ერთობლივი ჩარევით წყდება დიაგნოსტირების შემდგომ, პაციენტის მკურნალობის საკითხი.

კავკასიის მედიცინის ცენტრის უფასო სკრინინგ პროგრამები მოიცავს:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის, რისთვისაც ხორციელდება: მამოგრაფია - ულტრათანამედროვე 2D აპარატით, ულტრასონოგრაფია და, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსია;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის (რომელიც, პოპულაციაში ძუძუს კიბოს შემდეგ გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზეა) პაპ-ტესტის, ასევე კოლპოსკოპიისა და, საჭიროების შემთვევაში, ბიოფიის გამოყენებით

ასევე აღსანიშნავია, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა, რომელიც ახლად დანერგილია და 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებს სთავაზობს პირველად-ულტრაბგერით კვლევას, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევასა და, ჩვენების შემთხვევაში, ბიოფსიას.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთადერთი ჰოსპიტალია ამიერკავკასიაში, რომელიც ქალბატონებს ABUS-ის (automated breast ultrasound) 3D აპარატით ძუძუს ავტომატურ ულტრასონოგრაფიულ კვლევას სთავაზობს. მისი მეშვეობით შესაძლებელია მინიმალური დაზიანების აღმოჩენა და ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი პათოლოგიების თავდაპირველი დიფერენცირება. აპარატი წარმოადგენს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიას, რომელშიც ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს კვლევის შედეგებს. გარდა ამისა, უახლესი აპარატით შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის ზედმიწევნით, სრულყოფილი დათვალიერება და სხვადასხვა ჭრილიდან 900-მდე მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღება. ამასთან, შესაძლებელია მონაცემების სისტემატიზაცია ( შენახვა და გადაგზავნა), რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია დინამიკაში დაკვირვებისთვის. ABUS-ის აპარატს არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და მარტივად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის.

დიაგნოსტირების შემდეგ პაციენტებს ჰოსპიტლის სპეციალისტები უწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას და უნიშნავენ მკურნალობის კურსს. კავკასიის მედიცინის ცენტრის სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, რადიოლოგი, ეკატერინე შველიძეა. ჯანმრთელობის სკრინინგ პაკეტებს მართავს „ევექსი“-ის რეზიდენტურისა და ოჯახის ექიმთა გადამზადების პროგრამის მთავარი ტრენერი, რუსუდან ჯოჯუა. ცენტრი ასევე დაკომპლექტებულია ახალი, მაღალკვალიფიციური ექიმებით, მათ შორისაა მამოლოგი, გიორგი კეჭეყმაძე და ონკოგინეკოლოგი, არჩილ შარაშენიძე.

პრევენციული მედიცინის მიზანი ჯანმრთელი პოპულაციის გამოკვლევაა, რათა დროულად იქნას აღმოჩენილი მინიმალური დაზიანება და დაიგეგმოს ეფექტური მკურნალობა. მსოფლიო სტატისტიკით სკრინიგ პროგრამებში ჩართულობის შედეგად 30 %-ით შემცირდა ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა, ხოლო ადრეულ სტადიაზე დაავადების დიაგნოსტირება 98 %- ში იწვევს დაავადების სრულად განკურნებას. საქართველოში პრევენციული მედიცინის განვითარებაში კავკასიის მედიცინის ცენტრს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვითა და მულტიპროფილური, მაღალკვალიფიციური გუნდის ერთობლივი მუშაობით.

სხვა ბლოგები

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.