წინამდებარე ჯირკვლის სკრინინგი
დაავადების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და შემდგომ მისი სწრაფი და ეფექტური მკურნალობისთვის, კავკასიის მედიცინის ცენტრში, ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, ფუნქციონირებს 21 - ე საუკუნის პრიორიტეტული მიმართულება - ჯანმრთელობის სკრინინგ ცენტრი, სადაც წარმატებით ხორციელდება:
- დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორების შეფასება;
- პაციენტებისთვის, დაავადების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, ჯანსაღი ცხოვრების სტილზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენა.
დაავადების დროული გამოვლენისთვის ცენტრში ხორციელდება სრულყოფილი უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, კერძოდ:
- სარძევე ჯირკვლების მამოგრაფიული კვლევა;
- სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა;
- სარძევე ჯირკვლების ავტომატური ულტრასონოგრაფია;
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა;
- საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა;
- გინეკოლოგიური, ტრანსვაგინალური და ტრანსაბდომინალური ულტრაბგერითი კვლევა;
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა;
- რბილი ქსოვილების ულტრაბგერითი კვლევა;
- წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა.
- წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი
კავკასიის მედიცინის ცენტრი ჩართულია უფასო სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში და გვთავაზობს:
- სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგს 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის;
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს - 25 - დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის;
- მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს - 50 - დან 70 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის;
- ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამას.
- წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის.