OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

ფილტვის კიბოს მკურნალობა

13 დეკემბერი 2019
ფილტვის კიბოს მკურნალობა
ფილტვის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. 2018 წელს ამ დაავადებით 9,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ყოველ წელიწადს კი მილიონობით ადამიანს უსვამენ ფილტვის კიბოს დიაგნოზს. მიუხედავად ამისა, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ აღნიშნული დაავადება არ ექვემდებარება მკურნალობას. ფილტვის კიბოს მკურნალობა წარმატებით ხორციელდება ბევრ ქვეყანაში.

ფილტვის კიბო: გამომწვევი მიზეზები და განკურნების პროგნოზირებ


ფილტვის კიბო არის ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომლის დროსაც ფილტვისა და ბრონქების ქსოვილებში შეინიშნება პათოლოგიური, ანომალიური უჯრედების ზრდა, რომლებიც იწყებენ გაყოფას და აყალიბებენ სიმსივნეს.

ფილტვის კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს ძირითად რისკ-ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას. 
ამგვარ ფაქტორებს მიეკუთვნება თამბაქოს მოხმარება. შემთხვევათა 90%-ში სწორედ მოწევა ხდება დაავადების გამომწვევი მიზეზი. ამასთან, ფილტვის კიბოთი ავადდებიან არა მხოლოდ მწეველები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც იმყოფებიან მწეველებთან ერთად ერთ შენობაში, ე.წ. პასიური მწეველები.

სიმსივნის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს რადონის და აზბესტის გამონაბოლქვის ინჰალაციამ. ასევე დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს რადიოაქტიური გამოსხივება და ფიზიკურ და ქიმიურ კანცეროგენებთან კონტაქტი.

კიბო შეიძლება გამოვლინდეს ფილტვებში ცვლილებისა და ვირუსული ინფექციების სახით. რისკ-ჯგუფში შედიან 50 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცები და ასევე ის ადამიანები, რომელთა ნათესავებიც დაავადებულნი იყვნენ ფილტვის კიბოთი (მემკვიდრეობითი მიდრეკილება).

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალისტები კიბოს განვითარების ძირითად ფაქტორად დაბერებას ასახელებენ. ორგანიზმის უჯრედების განახლების ტემპი ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს, სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორები კი იზრდება. სწორედ ამიტომ არის 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ადამიანებში დაავადების აღმოჩენის შემთხვევები უფრო იშვიათი მოვლენა. ფილტვის კიბოთი დაავადებულთა ნახევარს ორმოცდახუთიდან სამოც წლამდე ასაკის ადამიანები შეადგენენ. ამასთან, მამაკაცებში ეს დაავადება 5-ჯერ უფრო ხშირად გვხდება, ვიდრე ქალებში.

დაავადების მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაზე ხდება კიბოს გამოვლენა. ადრეულ სტადიებზე აღმოჩენილ კიბოს მკურნალობას მოსდევს პოზიტიური შედეგები, - ზოგიერთი პაციენტი სრულიად იკურნება კიდეც. ფილტვის კიბოს გვიანი გამოვლენა კი ხშირად მთავრდება დაავადებულის სიკვდილით.
განკურნებას განაპირობებს მკურნალობის არჩეული მეთოდები. თუ საერთოდ არ ტარდება მკურნალობა, ფატალური შედეგი დგება ორი წლის განმავლობაში. ქირურგიული ჩარევა 30%-ით ზრდის პაციენტის გადარჩენის შესაძლებლობას, ხოლო მკურნალობის რამდენიმე მეთოდის ერთდროული გამოყენება კიდევ უფრო ზრდის პაციენტის განკურნების შანსს.

ფილტვის კიბოს სიმპტომები

დაავადების დაწყებითი სტადია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმსივნის ზრდასთან ერთად, პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებენ დაავადების არსებობაზე.

ფილტვის კიბო ადრეულ სტადიაზე შეიძლება გამოხატული იყოს სისუსტით, შრომისუნარიანობისა და მადის დაქვეითებით, მომეტებული დაღლილობით, ქოშინითა და ხველით, რაც საბოლოოდ იღებს მუდმივ ხასიათს. აღნიშნული სიმპტომები არ არის სპეციფიკური, სწორედ ამიტომ, ხშირად, პაციენტები მათ ყურადღებას არ აქცევენ და ექიმს მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეწყებათ ტკივილი და განიცდიან სერიოზულ დისკომფორტს.

გვიან სტადიაზე ავადმყოფები შეიძლება განიცდიდნენ ტკივილს გულ-მკერდის არეში, იმ მხარეს, საითაც არის სიმსივნე. ხველას თან ახლავს სისხლიანი ნახველი. ავადმყოფი საგრძნობლად იკლებს წონაში, ეხლიჩება ხმა და ხელ-ფეხზე უშუპდება თითები.

ფილტვის კიბოს სიმპტომებში აგრეთვე შედის ყლაპვითი ფუნქციის დარღვევა და ლავიწზედა ლიმფური კვანძების გადიდება.

ფილტვის კიბოს სტადიები



დროთა განმავლობაში, სიმსივნის პათოლოგიური უჯრედები იწყებენ მიმდებარე ქსოვილებსა და ორგანოებში შეღწევას. ამ პროცესს მეტასტაზირება ეწოდება. განასხვავებენ დაავადების ოთხ სტადიას, სიმსივნის ზომის, მეტასტაზური გავრცელებისა და დაავადების მიმდინარეობის ტემპის მიხედვით. სტადიის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია ყოველი პაციენტისათვის.

  • სტადია 1 - დაავადების პირველ სტადიაზე სიმსივნის დიამეტრი არ აღემატება 3 სმ-ს, არ აღინიშნება მეტასტაზი ფილტვში. წარმონაქმნები მდებარეობს ერთი ფილტვის ფარგლებში. 

  • სტადია 2 - დაავადების3 მეორე სტადიაზე, სიმსივნე იზრდება და მისი დიამეტრი 6 სმ-ს აღწევს. წარმონაქმნები კვლავ არ სცდება ერთი ფილტვის ფარგლებს. იმ ლიმფურ კვანძებში, რომელთა მხარესაც მდებარეობს სიმსივნე, ერთეული მეტასტაზები იწყებს გაჩენას. პაციენტს უვითარდება სპეციფიკური სიმპტომები: სისხლიანი ნახველი და ტკივილი გულ-მკერდის არეში. 

  • სტადია 3 - მესამე სტადიის დროს სიმსივნე კიდევ უფრო იზრდება და აღემატება 6 სმ-ს და იწყებს ფილტვის მახლობელ ადგილებში შეღწევას. მეტასტაზები მოიცავენ ლიმფურ კვანძებს, მათ შორის საპირისპირო მხარეს მდებარე ლიმფურ კვანძებსაც. ავადმყოფს უვითარდება ქოშინი და სისხლიანი ნახველი. 

  • სტადია 4 - ფილტვის კიბოს მეოთხე სტადიაზე მეტასტაზები იწყებს გაჩენას ცალკეულ სისტემებსა და ორგანოებში. ავადმყოფი განიცდის ძლიერ ტკივილებს გულ-მკერდის არეში, პაციენტს უჭირს სუნთქვა, უხშირდება ხველა, ხველის შეტევებს თან ახლავს ჩირქიანი და სისხლიანი ნახველი. 

ფილტვის ონკოლოგიის სახეობები



ფილტვის კიბო ჩვეულებრივ იყოფა მცირე-უჯრედულ და დიდ-უჯრედულ სახეობებად.

 

  • დიდ უჯრედული ფილტვის კიბო გვხვდება პაციენტთა 70-80% - ის შემთხვევაში. დაავადება სამ ქვე ტიპად იყოფა. დიდ უჯრედული კიბო შეიძლება იყოს ბრტყელ უჯრედოვანი, დიდ უჯრედული და ადენოკარცინომული. ბრტყელუჯრედოვანი კიბოს ტიპი გამოირჩევა სიმსივნის ნელი ზრდით. მას არ ახასიათებს მეტასტაზების ადრეული წარმოქმნა. ადენოკარცინომას პერიფერიულ კიბოსაც უწოდებენ, რადგან ატიპიური უჯრედები წარმოიქმნება მცირე ბრონქების ლორწოვანი გარსისაგან. დიდ უჯრედული ფილტვის კიბო დაავადების საკმაოდ იშვიათი ონკოლოგიური ფორმაა და შეადგენს ფილტვის კიბოს შემთხვევათა 3%-ს. ამ შემთხვევაში, სიმსივნე ვითარდება ნერვული და ენდოკრინული სისტემებიდან.

  • მცირე-უჯრედულ კიბოს ახასიათებს აგრესიული ხასიათი და რთულად ექვემდებარება მკურნალობას. მეტასტაზები ჩნდება დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე, სიმპტომები კი თავს იჩენს მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმსივნე მოიცავს სხვა ორგანოებსაც. მცირე-უჯრედულ კიბოს ძირითად გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება. არსებობს მცირე-უჯრედოვანი კიბოს ორი სტადია: ადგილობრივი და გავრცელებული.

სიმსივნის ადგილმდებარეობის მიხედვით, განასხვავებენ ცენტრალურ და პერიფერიულ კიბოს.
  • ფილტვის ცენტრალური ტიპის კიბოს შემთხვევაში, სიმსივნე წარმოიქმნება მსხვილ და საშუალო ბრონქებში.

  • ფილტვის პერიფერიული ტიპის კიბოს შემთხვევაში, წარმონაქმნი ფორმირდება ფილტვების პერიფერიულ ნაწილებში, ხოლო დაავადების სიმპტომები ვლინდება გვიან.

ფილტვის კიბოს სკრინინგი და მისი ადრეული დიაგნოსტიკა იძლევა დადებითი შედეგების მიღწევისა და პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას, ნებისმიერ ტიპის კიბოს არსებობის შემთხვევაში.

ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა CMC Hospital-ში.


ხარისხიანი დიაგნოსტიკა გვეხმარება ფილტვის კიბოს გამოვლენასა და მკურნალობის დაწყებაში, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი კლინიკის შერჩევა, სადაც დაგვხვდება ახალი, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები.

ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა იწყება რენტგენოლოგიური გამოკვლევით, რომელშიც შედის ფლუოროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენოგრაფია. აღნიშნული მეთოდები შემთხვევათა 80%-ში იძლევა სიმსივნის გამოვლენის საშუალებას.

ბრონქების შინაგან ზედაპირს იკვლევენ ბრონქოსკოპიით. ბრონქოსკოპის საშუალებით იკვლევენ ბრონქებისა და ტრაქეის ლორწოვან გარსს. იმ შემთხვევაში, თუ ექიმები აღმოაჩენენ ლორწოვანი გარსის შეცვლილ მონაკვეთს, აკეთებენ ბიოფსიას, რაც გულისხმობს უჯრედული მასალის აღებას მისი მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევის მიზნით. ბიოფსია წარმოადგენს დიაგნოზის დადასტურებისა და შემდგომში სწორი მკურნალობის დანიშვნისათვის საჭირო აუცილებლობას.

იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ეჭვი ფილტვის კიბოზე, ატარებენ ენდობრონქიალურ ულტრაბგერით გამოკვლევასაც. ენდობრონქიალური ულტრაბგერითი გამოკვლევა იმ ¬¬¬¬-პათოლოგიური წარმონაქმნების აღმოჩენის საშუალებას იძლევა, რომელთა ზომაც რამდენიმე მილიმეტრს შეადგენს. აღნიშნული მეთოდი უსაფრთხო და უტყუარია.

ბრონქოსპულარული ელექტრომაგნიტური დიაგნოსტიკა კიბოს განვითარების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებისა და აუცილებელი მკურნალობის შერჩევის საშუალებას იძლევა.

სისხლის ანალიზი ონკომარკერებზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოკვლევას წარმოადგენს კიბოს დასადგენად, თუმცა, ონკომარკერების მაჩვენებელი შესაძლებელია იყოს ნორმაში და ამასთან ერთად, ექიმებმა აღმოაჩინონ პათოლოგიური უჯრედები პაციენტის ნახველში. სწორედ ამიტომ, სისხლის ანალიზი ონკომარკერებზე, წარმოადგენს დამხმარე მეთოდს ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისას.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ჰოსპიტალი, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით, გთავაზობთ ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკას. ის ტექნოლოგიები, რომელსაც ჰოსპიტალი ფლობს, იძლევა კიბოს აღმოჩენისა და დიაგნოსტირების საშუალებას კიბოს განვითარების ადრეულ სტადიაზე.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ჰოსპიტალი სთავაზობს სამედიცინო მომსახურებას არა მხოლოდ საქართველოს მაცხოვრებლებს, არამედ უცხოელ პაციენტებსაც. ჰოსპიტალი წარმოადგენს სამედიცინო ტურიზმის ცენტრს რეგიონში. პაციენტები კავკასიის მედიცინის ცენტრს ანიჭებენ უპირატესობას გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის, ექიმების მაღალი კვალიფიკაციისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო.

ცენტრის ექიმებსა და მედდებს აქვთ საზღვარგარეთ მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ცენტრი თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ჰოსპიტლებთან და წამყვან სპეციალისტებთან. კლინიკაში ჩამოდიან საერთაშორისო დონის სპეციალისტები. ჰოსპიტალში ტარდება კიბოს დიაგნოსტიკა და პროგრამები ხორციელდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად.

ფილტვის კიბოს მკურნალობის მეთოდები საზღვარგარეთ - კავკასიის მედიცინის ცენტრის ჰოსპიტალი



კავკასიის მედიცინის ცენტრის ჰოსპიტალში პაციენტებს სთავაზობენ ფილტვის კიბოს მკურნალობის მრავალ მეთოდს. მკურნალობის ძირითადი მეთოდებია: ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია. აღნიშნულმა მკურნალობის მეთოდებმა შეიძლება შეავსონ ერთმანეთი.
ფილტვის კიბოს ქირურგიული მკურნალობა

ქირურგიულ მკურნალობას კარგად ექვემდებარება დიდ-უჯრედული კიბოს ტიპი. სიმსივნის ამოკვეთა ხდება სრულად ან ნაწილობრივ. ეს დამოკიდებულია სიმსივნურ წარმონაქმნზე და იმაზე, თუ სად მდებარეობს იგი. ოპერაცია ტარდება დაავადების ადრეულ სტადიაზე. ფილტვის კიბოს პირველ სტადიაზე სიკვდილიანობის მაჩვენებლის ხუთ წლამდე შემცირება 80-90 % შეადგენს, ხოლო მეორეზე - 35-60%.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ჰოსპიტლის ექიმები იყენებენ თანამედროვე მინიმალურ-ინვაზიურ მეთოდებს. ოპერაციების დროს იყენებენ მცირე ზომის კამერებს. ამგვარი ოპერაციები ნაკლებად მტკივნეულია და ხელს უწყობს პაციენტების მალე გამოჯანმრთელებას.

რადიოთერაპია ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში



რადიოთერაპიას ანუ სხივურ თერაპიას იყენებენ იმ შემთხვევებში, როდესაც დაუშვებელია პაციენტის ოპერირება. ეს ხდება მაშინ, თუ სიმსივნე ძალიან დიდია, ან პაციენტს დაუდგინდა თანმხლები დაავადებები, ანდა თავად პაციენტი აცხადებს უარს ოპერაციაზე.

რადიოთერაპიის ჩატარების დროს სიმსივნეზე გავლენას ახდენს რადიაცია. სიმსივნური უჯრედები სხივების მიმართ მეტ მგრძნობელობას ავლენენ, ვიდრე ჯანმრთელი ქსოვილები. ამიტომ ისინი უფრო სწრაფად ნადგურდებიან. დასხივებას ექვემდებარება არა მხოლოდ წარმონაქმნი, არამედ მეტასტაზური უბნებიც. სხივურ თერაპიას იყენებენ როგორც დიდ უჯრედული, ისე მცირე უჯრედული კიბოს შემთხვევაში.

სხივური თერაპია იყოფა დისტანციურ რადიოთერაპიად და მაღალდოზირებულ ბრაქითერაპიად. დისტანციური რადიოთერაპია გულისხმობს სიმსივნური უჯრედების დასხივებას გარეგანი წყაროს მეშვეობით, რომელიც არის ადამიანის სხეულის გარეთ. მაღალდოზირებული ბრაქითერაპიის შემთხვევაში კი დასხივების წყარო გადაინერგება პაციენტის სხეულში. იგი შეიძლება მოთავსდეს, როგორც სიმსივნის გვერდზე, ასევე ავთვისებიანი წარმონაქმნის შიგნით.

ონკოლოგიის ცენტრში იყენებენ ფილტვის კიბოს მკურნალობის ისეთ თანამედროვე მეთოდებს, როგორიც არის IMRT Rapid Arc. ამ მეთოდის დროს დასხივებას ექვემდებარება მხოლოდ სიმსივნური უჯრედები, ჯანმრთელი ქსოვილები კი რჩება ხელუხლებელი.

ქიმიოთერაპია 



ქიმიოთერაპია წარმოადგენს მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდს, რომელიც გულისხმობს ისეთი პრეპარატების მიღებას, რომლებიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, ხელს უშლის მათ ზრდას და ზღუდავს ჟანგბადის მიწოდებას.

აღნიშნული მეთოდი გამოიყენება როგორც ოპერაციამდე, ისე მის შემდეგ. ქიმიოთერაპია შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც პაციენტს უკვე გავლილი აქვს რადიოთერაპიის კურსი. ფილტვის კიბოს გვიან სტადიებზე ქიმიოთერაპია წარმოადგენს მკურნალობის თითქმის ერთადერთ მეთოდს.

კავკასიის მედიცინის ცენტრის პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია უახლესი მედიკამენტური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ფილტვის კიბოს ქიმიოთერაპიის მეთოდით მკურნალობის დროს. გამოცდილი ექიმები შეგირჩევენ საჭირო პრეპარატსა და აუცილებელ დოზას.

თუ თქვენ განზრახული გაქვთ, იმკურნალოთ ფილტვის კიბო, ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ თქვენს ქალაქში მდებარე ჰოსპიტლებით. მიმართეთ საზღვარგარეთის კლინიკებს, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომი ვარიანტია.

თუ გსურთ, რომ იმკურნალოთ კავკასიის მედიცინის ცენტრში და გახდეთ მისი პაციენტი, საჭიროა შეავსოთ განაცხადის ფორმა, ატვირთოთ დოკუმენტაცია და მიუთითოთ, თუ რომელი სამედიცინო მომსახურება გესაჭიროებათ. ამის შემდეგ უნდა აირჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო ექიმთან ვიზიტისათვის, გადაიხადოთ მომსახურების საფასური და დაიწყოთ მკურნალობა.

ჰოსპიტალი უზრუნველყოფს სამედიცინო კონსიერჟის უფასო მომსახურებას, რომელიც თავის თავზე იღებს ადმინისტრაციულ საკითხებს: ბილეთების დაჯავშნას, სასტუმროსა და თარჯიმნის მოძებნას, პაციენტის დახვედრას აეროპორტში და მის მიყვანას კლინიკაში.

იგი ასევე გაგყვებათ ექიმთან მიღებაზე. მკურნალობის დასრულების შემდეგ კი მოგიგვარებთ საქართველოს მასშტაბით ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მედიცინის ცენტრის ექიმები თქვენ გვერდში იდგებიან მკურნალობის ყველა ეტაპზე.


კლინიკა ასევე უზრუნველყოფს ტრანსფერს სასტუმროდან აეროპორტამდე.

სხვა ბლოგები

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.