OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

სამედიცინო ტურიზმის ახალი სამყარო

25 დეკემბერი 2019
სამედიცინო ტურიზმის ახალი სამყარო
CNN-ზე გასულ რეპორტაჟს, რომელმაც სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოს მომხიბვლელ ქვეყნად დაანახა, საერთაშორისო ინტერნეტგამოცემების ახალი გამოხმაურება მოჰყვა.

4 ავტორიტეტული ინტერნეტგამოცემა - Today in Finance, Daily Herald, Financial ABC6 და WLNE-TV-ი სტატიების ციკლს უძღვნის 3 ქვეყანას: საქართველოს, სინგაპურსა და მექსიკას და უცხოელ მომხმარებელს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობას შეღავათიან ფასად სთავაზობს.
სტატიებში საუბარია ევექსი ჰოსპიტლებსა და ამ ქსელს დაქვემდებარებული კავკასიის მედიცინის ცენტრის მძლავრ კლინიკურ შესაძლებლობებზე.

გთავაზობთ სტატიის ქართულ ვერსიას:

სამედიცინო ტურიზმის ახალი სამყარო - საქართველო საერთაშორისო ინტერნეტგამოცემებში სამედიცინო ტურიზმით ყურადღებას იპყრობს

ვის უნდა ანდონ საკუთარი ჯანმრთელობა პაციენტებმა, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა და გააჩნიათ ნორმატიული თუ ბიუჯეტური პრობლემები?

ნიუ იორკი, აშშ, 2019 წლის 9 ნოემბერი /EINPresswire.com/

NLTV-ს საერთაშორისო სერიების ციკლი „სამედიცინო ტურიზმის ახალი სამყარო,“ რომელიც CNN Int'l-მა აჩვენა, საერთაშორისო საზოგადოებას სამედიცინო ტურიზმის გამოცდილების არა მხოლოდ პოზიტიურ მხარეს აცნობს, არამედ წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, სადაც გაზიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის ობიექტების უსაფრთხოებასა და ხარისხთან დაკავშირებული საიმედო ინფორმაცია, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ეცნობა.

NWMT– ს ეპიზოდებში ნაჩვენებია მსოფლიო დონის 3 სამედიცინო დაწესებულება:
1. ევექსი (EVEX) ჰოსპიტლები, თბილისი, საქართველო;
2. ჰოსპიტალი De Familia (ოჯახის ჰოსპიტალი), მეხიკო, მექსიკა;
3. სინგაპურის ზოგადი პროფილის ჰოსპიტალი, სინგაპური.

ევექსი ჰოსპიტლები საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც ქვეყნის 6 რეგიონში 19 კლინიკით არის წარმოდგენილი. ქსელის უმსხვილესი ჰოსპიტალია კავკასიის მედიცინის ცენტრი - მყარი გამოცდილების მქონე მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც სრულიად რეგიონის მოსახლეობას უახლეს სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიებს სთავაზობს.

კავკასიის მედიცინის ცენტრი დასავლური გამოცდილების მქონე ქართველი ექიმებითა და ექთნებით არის დაკომპლექტებული. ჰოსპიტალში ხორციელდება მაღალი სირთულის სამედიცინო ინტერვენციები როგორც ამბულატორიულად, ასევე - სტაციონარულად.

უახლესი სამედიცინო აღჭურვილობა, ინოვაციური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიები და ფართო გამოცდილების მქონე მძლავრი კლინიკური ჯგუფი კავკასიის მედიცინის ცენტრს სამედიცინო ტურიზმის ჰაბად ქმნის რეგიონში. მიღებული პაციენტების რაოდენობით ჰოსპიტალი პირველ ადგილზეა ქვეყანაში. დღეს კლინიკა ემსახურება პაციენტებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ - სამხრეთ კავკასიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრი საერთაშორისო ჰოსპიტლების ფედერაციის (IHF) წევრია. კლინიკა თანამშრომლობს მსოფლიოს მძლავრ სამედიცინო ცენტრებთან, რაც რთული სამედიცინო შემთხვევების სწორად და უსაფრთხო მართვას უზრუნველყოფს.

სპეციალისტები შეერთებული შტატების, დანიის, ჰოლანდიის, გერმანიისა და ისრაელის წამყვანი კლინიკებიდან მკურნალობის პროცესში ქართველ ექიმებთან ერთად არიან ჩართულნი.

„ევექსი ჰოსპიტლები „სამედიცინო ტურიზმის ახალი სამყაროს“ სერიათა ციკლში მოხვდა. სიუჟეტი CNN Internationl-მა გააშუქა. მოხარულები ვართ, რომ იმ მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომელსაც ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ, უფრო მეტი სამედიცინო ტურისტი შეიტყობს,“- განაცხადა ევექსი ჰოსპიტლების საერთაშორისო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, ანრი კაპანაძემ.

„სამედიცინო ტურიზმის ახალი სამყაროს“ თითო ეპიზოდში წარმოდგენილია მაღალი ხარისხის ჰოსპიტლები (მათ შორის 20 ჰოსპიტალი მსოფლიოს საუკეთესო 25 ჰოსპიტლიდან), რომლებიც პაციენტებს მთელი მსოფლიოდან არა მხოლოდ უსაფრთხო და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას აძლევს შეღავათიან ფასად, არამედ ყველა საჭირო მანიპულაციის ჩატარებას საინტერესო, ეგზოტიკურ გარემოში სთავაზობს. ეს კი საბოლოო შთაბეჭდილებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

NWMT მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და CNN International-სა და სხვა გლობალური მაუწყებლობების მეშვეობით ადამიანებს დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრების პერსპექტივას სთავაზობს.