OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს

21 აპრილი 2021
კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს
კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი შეიქმნა, რომელიც ექიმებისა და ექთნების ახალი და მძლავრი გუნდით არის დაკომპლექტებული. ონკოლოგიურ პაციენტებს ჰოსპიტალში მულტიდისციპლინური გუნდი ემსახურება. სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მკურნალობის პროცესში საჭიროების შესაბამისად ერთვებიან. მიმართულებას დასავლური გამოცდილების მქონე ონკოლოგი, ივანე კილაძე ხელმძღვანელობს, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრს საკუთარი გუნდით შეუერთდა.

განყოფილება ონკოპაციენტებს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კლინიკური ონკოლოგი პაციენტის მკურნალობაში მისი დიაგნოსტირებიდან მკურნალობის ყველა ეტაპზეა ჩართული. ის პასუხისმგებელია როგორც ტაქტიკის განსაზღვრასა და პროცესის სრულ მართვაზე, ასევე - მდგომარეობის მუდმივ კონტროლსა და მკურნალობისშემდგომ მონიტორინგზე, თუმცა პაციენტის მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა დარგის ექიმების ერთობლივი მუშაობით ხდება.

აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს კორპორაციაში არსებულ - ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოსთან (clinical board), რომლის თავჯდომარე დანიაში მოღვაწე ონკოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძეა. კლინიკური ბორდები საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველ ექიმებს აერთიანებს და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად რთული სამედიცინო შემთხვევების განხილვას უზრუნველყოფს.

კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი ასევე თანამშრომლობს ჰოლანდიის წამყვან ლაბორატორიასთან, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, პათომორფოლოგების კონსულიუმი იმართება და რთული შემთხვევების განხილვა ხდება. პროცესს ევროპაში მოღვაწე ქართველი პათოლოგ-ანატომი, ევექსის პათოლოგიის მიმართულების უფროსი, ალექსი ბაიდოშვილი ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა, კავკასიის მედიცინის ცენტრში დანერგილია ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისიც, რაც ონკოლოგიურ პაციენტებში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგებს. პერსონალური კოორდინატორი კი, სურვილის შემთხვევაში, პაციენტების გეგმიურ ვიზიტებსა და კვლევებთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს უზრუნველყოფს.

სხვა სიახლეები

კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს
.
გაიგეთ მეტი
კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს
16 სექტემბერი 2021
კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც ექიმებისა და ექთნების ახალი და მძლავრი გუნდით არის დაკომპლექტებული. ონკოლოგიურ პაციენტებს ჰოსპიტალში მულტიდისციპლინური გუნდი ემსახურება.
კავკასიის მედიცინის ცენტრსა და ევექსი ჰოსპიტლების სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაციის ცენტრები ამოქმედდა
.
გაიგეთ მეტი
კავკასიის მედიცინის ცენტრსა და ევექსი ჰოსპიტლების სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაციის ცენტრები ამოქმედდა
20 აგვისტო 2021
დღეიდან ევექსის ჰოსპიტალურ ქსელში შემავალ 17 ჰოსპიტალში ვაქცინაციის ცენტრები ამოქმედდა. ქვეყნის 6 რეგიონში (თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, სამეგრელო, აჭარა და იმერეთი) მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაქცინაციის დამატებითი პუნქტები გაიხსნა, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს.
პროფესორ კრისტინა კილისა და ქართველი ონკოლოგების უფასო კონსულტაციები კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოპაციენტებისთვის
.
გაიგეთ მეტი
პროფესორ კრისტინა კილისა და ქართველი ონკოლოგების უფასო კონსულტაციები კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოპაციენტებისთვის
19 აგვისტო 2021
26-27 აგვისტოს კავკასიის მედიცინის ცენტრში ონკოლოგიური პაციენტებისთვის ამერიკელ და ქართველ სპეციალისტებთან უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება