კავკასიის მედიცინის ცენტრის ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრში პაციენტის მდგომარეობის შეფასება სრულფასოვნად ხდება როგორც სამედიცინო კონსულტაციის, ისე ჩივილებიდან გამომდინარე დანიშნული ფართომასშტაბიანი ინსტრუმენტულ- ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების საშუალებით.
ცენტრში ხორციელდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა:
- ვირუსული (გრიპი, პარაგრიპი, ჩუტყვავილა, კორონავირუსი, წითელა, წითურა, ებშტეინ ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, აივ ინფექცია, A ჰეპატიტი, B ჰეპატიტი C ჰეპატიტი და სხვა)
- ბაქტერიული (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ენტეროკოკი, კლებსიელა, სიფილისი, ტუბერკულოზი და სხვა)
- სოკოვანი (კანდიდა, ასპერგილა, ჰისტოპლაზმა, პნევმოცისტა და სხვა)
- პარაზიტული ინფექციები (ტოქსოპლაზმა, ლეიშმანია, მალარია, ამება. ექინოკოკი და სხვა)
ინფექციური დაავადებები ფართოდაა გავრცელებული ჩვენს გარშემო, შესაბამისად მუდმივად ხდება ჩვენს ორგანიზმთან მათი ექსპოზიცია, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ვლინდება სხვადასხვა ორგანოთა სისტემის პათოლოგიით, ესენია:
- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია (სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია)
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ინფექცია (ინფექციური ენდოკარდიტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი)
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები)
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექცია (იმპეტიგო, წითელი ქარი)
- ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექცია (ოსტეომიელიტი, ართრიტი, სინოვიტი, ძვლის/სახსრის იმპლანტასოცირებული ინფექცია)
- ნერვული სისტემის ინფექცია (მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელიტი)
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექცია: ინფექციური გასტროენტერიტი, კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული ინფექცია, ჰეპატიტი (A, B, C, ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი)
- თვალის ინფექციები (უვეიტი, კერატიტი, პერიორბიტალური ინფექციები)
საყურადღებო სიმპტომები
- ცხელება
- გამონაყარი
- ლიმფური კვანძების გადიდება
- სიყვითლე
- ხველა
- ლოკალური ტკივილი
- გამონადენი
- დიარეა
- დიზურიული ჩივილები [წვა შარდვისას, გახშირება]
- მხედველობის გაუარესება
- ცნობიერების შეცვლა,
- ნევროლოგიური დეფიციტი
- წონის კლება
სკრინინგის მნიშვნელობა
ინფექციური დაავადებები, რომელთა გეგმიურ სკრინინგს (შესაბამისი რისკ -ჯგუფის პაციენტებთან) უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ინდივიდუალური ისე ეპიდემიოლოგიური კუთხით შემდეგია: აივ ინფექცია, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი.
ცხოვრების ჯანსაღი წესი, საკვების სწორად მომზადება (თერმულად სრულყოფილად დამუშავებული, ასევე კარგად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული), გეგმიური კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარება და მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება, ინფექციებისგან თავის დაცვის საწინდარია.