აჩუქე სიცოცხლე - გახდი დონორი
სისხლის ცენტრის მისია უანგარო დონაციის პოპულარიზაცია და პაციენტების უსაფრთხო სისხლის კომპონენტებით უზრუნვეყოფაა.
სისხლის კომპონენტების საჭიროება მუდმივად იზრდება. მათი მიწოდება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს, მათ შორის:
ონკოპაციენტებს
ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს
პაციენტებს ტრავმებით, დამწვრობებითა და მოტეხილობებით
მელოგინე დედებს და ჩვილებს
ავტოავარიაში დაშავებულ პირებს
გადაუდებელი და გეგმიური საჭიროების მქონე პირებს
დონაცია მარტივი პროცესია, თუმცა საზოგადოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აკისრია. ჯამში თითქმის ერთ საათს წაგართმევთ, თუმცა უშუალოდ პროცესი 10-15 წუთი გრძელდება. დონაცია რამდენიმე ნაბიჯით წარიმართება, ესენია:
1. რეგისტრაცია (ზოგადი და საკონტაქტო ინფორმაცია დონორზე, იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
2. ჯანმრთელობის ისტორია და ფიზიკური შემოწმება (უპასუხებთ სამედიცინო და მოგზაურობის ისტორიასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, შეიმოწმებთ ტემპერატურას, სისხლის წნევას, პულსს და ჰემოგლობინის დონეს);
3. დონაცია (საგულდაგულოდ გასუფთავებულ მკლავზე მაგრდება ახალი, სტერილური ნემსი);
4. მოსვენება ( 10-15 წუთს დონაციის კაბინეტში დააყოვნებთ, რათა სხეული ცვლილებას შეეჩვიოს. ამის შემდეგ შეგიძლიათ ყოველდღიური საქმიანობა გააგრძელოთ ცოდნით, რომ სიცოცხლის გადარჩენაში წვლილი შეიტანეთ).
რამდენი ხანი სჭირდება გაღებული სისხლის აღდგენას?
დონაციისას გაცემული სისხლის მოცულობა 24 საათში აღდგება პლაზმის გამრავლების ხარჯზე. სისხლის წითელ უჯრედებს ოთხიდან ექვს კვირამდე სჭირდება სრული შევსებისათვის.