ულტრასონოგრაფია თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც მედიცინაში მრავალი წელია აქტიურად გამოიყენება. ის გამოირჩევა სისწრაფით, მაღალი სიზუსტით, მარტივი პროცედურით და, რაც მთავარია, პაციენტისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
კვლევის პროცესში არ ხდება რადიაციული დასხივება, რაც ულტრასონოგრაფიასგანსაკუთრებით უსაფრთხოს ხდის ორსულებისა და ბავშვებისთვის. სწორედ ამიტომ, ის პირველი რიგის კვლევად მიიჩნევა სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისას.
კავკასიის მედიცინის ცენტრის დიაგნოსტიკურ ჰაბში ფუნქციონირებს მძლავრი ულტრასონოგრაფიულისამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სრულ სპექტრს კვლევებისა.
ჩვენთან ხელმისაწვდომია:
ექოკარდიოგრაფია – გულის სტრუქტურის და ფუნქციის შესაფასებლად
ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია – გულის უფრო დეტალური შეფასების შესაძლებლობით
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფია – ღვიძლის, სანაღვლე გზების, კუჭქვეშა ჯირკვლისა და სხვა ორგანოების შეფასებისთვის
საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფია – თირკმელებისა და შარდის ბუშტის შესაფასებლად
სეროზული ღრუებისა და არსების ულტრასონოგრაფია -სხეულის სხვადასხვა სეროზულ ღრუში დაგროვილი სითხის გამოსავლენად, მისი რაოდენობისა და ხასიათის შეფასებისთვის
გინეკოლოგიური ულტრასონოგრაფია
სისხლძარღვების დოპლეროგრაფია – როგორც ვენური, ასევე არტერიული სისტემის გამოსაკვლევად
ტრანსკრანიული სისხლძარღვების ულტრასონოგრაფია – ტვინის სისხლმომარაგების შესაფასებლად
საძილე არტერიებისულტრასონოგრაფია – ინსულტის პრევენციისთვის
სახსრების ულტრასონოგრაფია – ყველა სახის სახსრის ანატომიური და ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად
ნეიროსონოსკოპია – ახალშობილთა თავის ტვინის ულტრაბგერითი კვლევა
ჩვილ ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრასონოგრაფია
კავკასიის მედიცინისცენტრში ულტრასონოგრაფია მაღალი სიზუსტით, უახლესი აპარატურითდა გამოცდილისპეციალისტების მიერ ტარდება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო დიაგნოზს.