Image alt text

პლასტიკური ქირურგიის ცენტრი

კავკასიის მედიცინის ცენტრის პლასტიკური ქირურგიის ცენტრში პაციენტზე ორიენტირებული პროფესიონალური მიდგომით, უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დაცვით და უახლესი აპარატურით ბუნებრივი და ჰარმონიული იერსახის შენარჩუნებაზე ვზრუნავთ. გვჯერა, რომ პლასტიკური ქირურგია არა მხოლოდ გარეგნული ცვლილება, არამედ თვითრწმენისა და კომფორტის დაბრუნებაა ადამიანებისთვის.

 

პლასტიკური ქირურგიის ცენტრში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

  • სახის მიკროქირურგიული ოპერაციები (სახის დეფორმაციის/დეფექტების აღდგენა)

  •  სახის პარალიზებული ნაწილების კორექცია, სახის ნერვის ქირურგია, სახის დაჭიმვა 3D-ში (Space Lifting),

  •  ბულჰორნი (დანაოჭებული ტუჩის კორექცია), 

  • ბიშექტომია (ლოყის ცხიმოვანი წარმონაქმნების ამოღება), 

  • ბლეფარო პლასტიკა (თვალის ქუთუთოს ტომრების ოპერაცია, 

  • დაშვებული ქუთუთოს/პტოზის პლასტიკა, 

  • ამობრუნებული ქუთუთოს პლასტიკა და ა.შ.), 

  • ყელის და დეკოლტეს პლასტიკა (ღაბაბის გასწორება),

  •  სახის ლიპოსკულპტურა,

  •  ტუჩის კორექცია - პლასტიკა,

  •  ყურების პლასტიკა,

  •  სახიდან ნაწიბურების მოცილება,

  •  სახის მოცულობის შემცირება,

  •  ლოყების აჭიმვა (Cheek Lift), 

  • თვალის ჭრილის კორექცია (Fox Eyes), 

  • ნიკაპქვეშა მიდამოს კორექცია, 

  • ორმაგი/სამმაგი ნიკაპის კორექცია, 

  • ლიპოლიფტინგი (არასწორი ლიპოსაქციის შემდეგ კანის რელიეფის დეფორმაციის გასწორება), ინტიმური პლასტიკა, 

  • არასწორად შესრულებული ოპერაციების კორექცია, 

  • ხელების გაახალგაზრდავება.

 

ცენტრში ასევე ვმკურნალობთ შემდეგ პათოლოგიებს:

  • ცხვირის ძგიდის გამრუდება- რაც იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, ვენტილაციის დარღვევას ცხვირის დანამატ წიაღებში.

  • ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია - რაც იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, ვენტილაციის დარღვევას ცხვირის დანამატ წიაღებში.

  • გარეთა ცხვირის დეფორმაცია- რაც იწვევს ესთეტიურ დისკომფორტს; ასევე დეფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირით სუნთქვის გაძნელება.

  • წარზიდული ყურის ნიჟარები- ესთეტიური დისკომფორტი

  • ცხვირ-ტუჩის კუთხის სიდიდე- ესთეტიური დისკომფორტი

 

პაციენტებს ვთავაზობთ შემდეგ სამედიცინო სერვისებს:

  • ცხვირის ძგიდის პლასტიკური აღდგენა: ხრტილოვან და/ან ძვლოვან ნაწილში დეფორმირებული ცხვირის ძგიდის კო ექცია

  • ზომაში გადიდებული ცხვირის ნიჟარების ნაწილობრივი მოჭრა ან მათი ზომაში შემცირება

  • ფუნქციური ან ესთეტიური რინოპლასტიკა: გარეთა ცხვირის გადახრა რომელიმე მხარეს, ძვლოვანი და/ან ხრტილოვანი კეხი, ცხვირის წვერის დაწევა, ასიმტერიული ნესტოები: როგორც ესთეტიური ასევე, ფუნქციური რინოპლასტიკა

  • ხრტილის დეფიციტის შემთხვევაში ნეკნის ან ყურის ხრტილის გადანერგვა

  • ცხვირ-ტუჩის კუთხის სიდიდის დროს მისი კორექცია ე.წ „Bull Horn”

 

თუ გაწუხებთ სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, ცხვირის ან ყურის ფორმის დეფორმაცია, არ უნდა გადადოთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

 

პრევენცია და სკრინინგი

პაციენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება პრობლემის დროული გამოვლენაა. კონსულტაცია რეკომენდებულია ჩივილების პირველივე გამოვლენისთანავე, რაც ხელს შეუწყობს ოპტიმალურ შედეგის მიღწევას.

გაიცანით ჩვენი ექიმები

meet our doctors teaser