კავკასიის მედიცინის ცენტრის რევმატოლოგიის ცენტრში ძვალსახსროვანი და სისტემური დაავადებების მკურნალობა უახლესი მიდგომით ხორციელდება:
- ოსტეოართრიტი (ნებისმიერი სახსრის ცვეთით გამოწვეული პათოლოგია, რომელიც ხალხში “მარილების” სახით არის ცნობილი)
- რევმატოიდული ართრიტი
- სისტემური წითელი მგლურა
- პოდაგრული ართრიტი და მისი სხვადასხვა ფორმა
- სისტემური სკლეროზი
- დერმატომიოზიტი
- გაურკვეველი შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებები
- აუტოიმუნური პროცესები
- სხვადასხვა ფორმის ვასკულიტები (სისხლძარღვების ანთება)
ცენტრში ხელმისაწვდომია შემდეგი მომსახურებები:
- მაღალკვალიფიციური რევმატოლოგის კონსულტაცია
- ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების სრული სპექტრი
- სახსარშიდა ინექციები
- ბიოფსიური მასალის აღება
რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მოგვმართოთ?
- ნებისმიერი სახსრის ტკივილი, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც ტკივილი ტრამვას არ უკავშირდება და თითქოს გაურკვეველი მიზეზით არის გამოწვეული;
- სახსრების ტკივილი, რომელიც არის გახანგრძლივებული და კონვენციურ მკურნალობას არ ექვემდებარება;
- ზოგადი საერთო სისუსტე სახსრებისა და კუნთების ტკივილით;
- სახსრების ტკივილი, რომელიც ასოცირებულია კანის სხვადასხვა ფორმის გამონაყართან.
პრევენციული ჯანმრთელობის რჩევები:
სახსრების ტკივილის ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმკურნალობისა და ტკივილ გამაყუჩებელი მედიკამენტების მიღების ნაცვლად, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ ექიმს, რათა დაავადების დიაგნოსტირება მარტივად მოხდეს.