Image alt text

ნევროლოგიის ცენტრი

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის ნევროლოგიის ცენტრში პაციენტებისთვის ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობის სრული სპექტრია ხელმისაწვდომი 24 საათის განმავლობაში. 

უახლესი ტექნიკისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, პაციენტების დიაგნოსტირება და შემდგომი მკურნალობა ამბულატორიულად და სტაციონარულად მიმდინარეობს. 


ჰოსპიტალი უზრუნველყოფს შემდეგი ნევროლოგიური ნოზოლოგიების მართვას:

 

  • თავის ტვინისა და სისხლძარღვთა იშემიური დაავადებები და მათი გადაუდებელი მკურნალობა
  • ნეიროინფექციური დაავადებები
  • თავის ტრავმები
  • ნეირო რეაბილიტაცია
  • თავის ტკივილები
  • ეპილეფსია
  • პარკინსონის დაავადება
  • გაფანტული სკლეროზი
  • ალცჰეიმერის დაავადება
  • ტვინის სიმსივნეები
  • თავბურსხვევები
  • მიოპათიები
  • პერიფერიული ნეიროპათიები
  • ტკივილი წელის არეში
  • ძილის დარღვევები
  • მოძრაობის დარღვევები


 

ნევროლოგიური დაავადებების კვლევები

 

კლინიკაში პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაიტარონ ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისათვის საჭირო ყველა ტიპის კვლევა, კერძოდ:

 

  • ელექტრო ენცეფალოგრამა (ეეგ)
  • ელექტრონული მიოგრაფია (ემგ)
  • ნერვული მდგომარეობის დიაგნოსტიკური ტესტები
  • კაროტიდული ულტრასონოგრამა (კისრის კაროდიტული არტერიების ულტრასონოგრაფია)
  • 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • 1.5 და 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
  • ლაბორატორიული კვლევები

 

 

ინსულტის ცენტრი

 

კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთ-ერთია იმ მცირე ჰოსპიტალთაგან, სადაც თანამედროვე, ამერიკის გულისა და ინსულტის ასოციაციის რეკომენდაციებზე დაფუძნებული ინსულტის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც მოიაზრებს არამარტო იშემიური ინსულტის მკურნალობას (სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ტვინის მწვავე დაზიანება), არამედ ყველა იმ დაზიანებას, რომელიც სისხლძარღვოვანი პათოლოგიით ვითარდება თავის ტვინში. იქნება ეს: ჰემორაგიული ინსულტის (ტვინში სისხლჩაქცევა), თავის ტვინის ანევრიზმების გასკდომით გამოწვეული სისხლჩაქცევისა თუ სისხლძარღვოვანი მალფორმაციით (სისხლძარღვების განვითარების მანკი) გამოწვეული თავის ტვინის დაზიანების მართვა.

 

ინსულტის სპეციალიზირებული მიმართულება, ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებით, გვთავაზობს იშემიური ინსულტისა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სხვა დაავადებების ეფექტურ და  დროულ მკურნალობას 24/7-ზე რეჟიმში. ცენტრში ხორციელდება:

 

  • იშემიური ინსულტის ინოვაციური მკურნალობა- თრომბექტომია (თრომბის ენდოვასკულური გზით ამოღება) - მნიშვნელოვნად ამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს;
  • თრომბოლიზისი - სისხლძარღვებში არსებული თრომბის მედიკამენტოზური დაშლა;
  • ანევრიზმის გამოთიშვა ღია წესით - კლიპირება;
  • ანევრიზმის გამოთიშვა ენდოვასკულური მეთოდით - სპეციალური ქოილებით;
  • არტერიო-ვენური მალფორმაციის ამოკვეთა;
  • არტერიო-ვენური მალფორმაციის ენდოვასკულური დახურვა.

 

ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პერსონალით, რომელთაც მედიცინის დოქტორი და ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი, ვლადიმერ წიქარიშვილი ხელმძღვანელობს. როგორც მან აღნიშნა,ინსულტის ცენტრის ფუნქციონირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა დაგროვილი გამოცდილება და შედეგებია. კავკასიის მედიცინის ცენტრში 4 წლის განმავლობაში სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მქონე  300-მდე პაციენტს  ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა (ღია და ენდოვასკულური) , ხოლო ბოლო 1 წლის მანძილზე იშემიური ინსულტის მქონე სულ მცირე 30 პაციენტს ჩაუტარდა თრომბოლიზისი ან/და თრომბექტომია.

 

უმეტესად, ინსულტი სხვადასხვა პათოლოგიითაა გამოწვეული-გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაგისტრალური არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება და ა.შ. შესაბამისად, მათი დროული აღმოჩენისა და მკურნალობის მიზნით, ცენტრი გარკვეული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების ერთ სივრცეში მობილიზებას მოითხოვს. ამრიგად, ინსულტის ცენტრი ერთ სივრცეში აერთიანებს ER-ის ექიმის, რადიოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ინტენსიური თერაპიის ექიმისა და ნეიროქირურგის მომსახურებას. ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, ჰოსპიტალში ხორციელდება დიაგნოსტიკური კვლევების ფართო სპექტრი:

 

  • სისხლძარღვების დუპლექს სკანირება;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • თავის ტვინის ანგიოგრაფია;
  • გულის კორონაროგრაფია.

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის ინსულტის სპეციალიზირებული მიმართულება თანამედროვე  გაიდლაინებისგათვალისწინებით, თავის ტვინის ყველა სისხლძარღვოვანი პათოლოგიის როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურსა და პრევენციაზე ორიენტირებულ მკურნალობას ახორციელებს და ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს.