Image alt text

კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი აკრედიტებულია JCI - ის, ამერიკის ჯანდაცვის აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს მიერ. დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, აღჭურვილია ყველა საჭირო, თანამედროვე აპარატურით და შესაბამისად, უზრუნველყოფს კრიტიკული, მძიმე და საყურადღებო პაციენტების 24/7 - ზე რეჟიმში მართვას.

 

დეპარტამენტში წარმატებით ხორციელდება: 

  • მწვავე ნეიროქირურგიული შემთხვევების მართვა;
  • მძიმე პოლიტრავმების მართვა;
  • თირკმლის უკმარისობის მართვა, მათ შორის, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის - ჰემოდიალიზის გამოყენებით;
  • სეფსისის მართვა;
  • რესპირატორული დისტრეს სინდრომის მართვა (სუნთქვის უკმარისობა და ფილტვებში ჟანგბადის ცირკულაციის დარღვევა);
  • სუნთქვის უკმარისობის მართვა;
  • ყველა სახის შოკის მართვა;
  • ინტოქსიკაციების მართვა;
  • ნევროლოგიური პათოლოგიების კრიტიკული მდგომარეობების მართვა, მათ შორის: ინსულტი, პოლინეიროპათია, ენცეფალოპათია, დელირიუმი და ა.შ

 

დეპარტამენტი აღჭურვილია პაციენტის მართვისთვის არსებული საჭირო თანამედროვე აპარატურით:

  • ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ყველა თანამედროვე სასუნთქი რეჟიმით;
  • ინფუზომატები;
  • ICP მონიტორი;
  • სპექტრალური მონიტორი;
  • დეფიბრილატორი;
  • ჰემოდიალიზის აპარატი;
  • ინვაზიური და არაინვაზიური მონიტორები;
  • ბრონქოსკოპი, ვიდეო ლარინგოსკოპი;
  • კაპნომეტრი.

 

გაიცანით ჩვენი ექიმები

meet our doctors teaser