Image alt text

გადაუდებელი მედიცინის ცენტრი

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის მიმართულება უზრუნველყოფს მწვავე, სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროულ და ეფექტურ მართვას.

 

დეპარტამენტში ხელმისაწვდომია საქართველოში ყველაზე დიდი საწოლფონდი, აღჭურვილია ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო საშუალებით და სამონიტორინგო მოწყობილობით. მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე გუნდი კი გადაუდებელი შემთხვევების ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს.

 

დეპარტამენტში საერთაშორისო გაიდლაინების გათვალისწინებით ხორციელდება:

 

  • ტრავმული დაზიანებების მართვა;
  • კარდიოვასკულარული პათოლოგიების მართვა;
  • სასუნთქი სისტემის პათოლოგიების მართვა;
  • ნევროლოგიური პათოლოგიების მართვა;
  • მუცლის ღრუს პათოლოგიების მართვა;
  • ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების მართვა;
  • ინფექციური დაავადებების მართვა;
  • ალერგიული რეაქციების მართვა;
  • ქირურგიული პათოლოგიების მართვა;
  • ტოქსიკური მდგომარეობების მართვა და ა.შ

 

ხელმისაწვდომია შემდეგი სახის პროცედურები და ჩარევები:

 

  • ინტუბაცია;
  • კარდიოპულმონარული რეანიმაცია;
  • დეფიბრილაცია (გულის კუნთის ნორმალური რითმის აღდგენა, ფიბრილაციის შეწყვეტა);
  • ჭრილობის მკურნალობა;
  • მოტეხილი ძვლების ფიქსაცია და ა.შ.

 

ჰოსპიტალი ერთ სივრცეში აერთიანებს რთული სამედიცინო შემთხვევების მართვისთვის აუცილებელ მაღალტექნოლოგიურ სერვისებს, მულტიპროფილურ სამედიცინო გუნდს და უახლეს ინფრასტრუქტურას. 

 

ამასთან, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი გამოირჩევა ინოვაციური მოწყობით, სადაც თითოეული პაციენტი მოთავსებულია, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ პალატაში. ინდივიდუალური პალატა პაციენტს უქმნის კომფორტულ გარემოს და აძლევს შესაძლებლობას, რომ ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთებიდან იმყოფებოდეს ოჯახის წევრების გარემოცვაში.

 

გაიცანით ჩვენი ექიმები

meet our doctors teaser