Image alt text

ოთარ დიხამინჯია

ტოქსიკოლოგი; გადაუდებელი მედიცინის ექიმი; გადაუდებელი მედიცინის სამსახურის ცენტრის ხელმძღვანელი

ექიმის შესახებ

ბიოგრაფია

ექიმი ტოქსიკოლოგი ოთარ დიხამინჯია 2018 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდს და ხელმძღვანელობს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას.

 

გარდა კლინიკური ტოქსიკოლოგიისა, იგი გადაუდებელი მედიცინის ლიცენზირებული ექიმიც და, ამჟამად, საქართველოს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორანტია.

 

მას მიღებული აქვს საერთაშორისო გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებში ჩართულობით, როგორიცაა: ემორის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი სარეზიდენტო პროგრამა გადაუდებელ მედიცინაში; ხოლო 2024 წლიდან ის ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) კლინიკური ტოქსიკოლოგიის საერთაშორისო სასწავლო პროგრამის სტუდენტია.

 

გარდა უწყვეტი პროფესიული განვითარებისა, აქტიური მოღვაწეობის ფარგლებში, იგი 2023-2024 წლის მწვავე მოწამვლებისა და ტრავმების ყოველწლიური კონფერენციების ორგანიზატორი (ემორის უნივერსიტეტისა და კავკასიის მედიცინის ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით) და 2022 წელს ტოქსიკოლოგთა საერთაშორისო ორგანიზაციის - Menatox - ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის სპიკერი იყო.

 

ამასთან, ექიმი ოთარ დიხამინჯია, როგორც ლექტორი, აქტიურადაა ჩართული მომავალი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ფორმირების საგანმანათლებლო პროცესშიც.

ექიმთან დაკავშირებული სერვისები