კავკასიის მედიცინის ცენტრში ფუნქციონირებს ყბა - სახის ქირურგიის ცენტრი, რომელიც მაღალკვალიფიციური ადამიანური და თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსით, უზრუნველყოფს სახის, პირის ღრუსა და კისრის ნებისმიერი სირთულის პათოლოგიის როგორც გეგმიურ, ასევე ურგენტულ ოპერაციულ მკურნალობას.
ცენტრში ხორციელდება:
- პირის ღრუსა და ყბა - სახის მიდამოს სიმსივნეებისა და სიმსივნისმაგვარი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
- ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა, აგრეთვე მცირე სანერწყვე ჯირკვლების დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
- ყბა - სახის მიდამოს თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების მკურნალობა (პოსტტრავმული დეფორმაციების რეკონსტრუქციული ოპერაციები და ა.შ);
- ყბების განვითარების ანომალიების (ზედა და ქვედა ყბის პროგნათია, რეტროგნათია და მიკროგნათია) ქირურგიული მკურნალობა;
- საფეთქელ - ქვედა ყბის სახსრის დაავადებების ქირურგიული მართვა;
- ყბა - სახის მიდამოს ტრავმული დაზიანებების (სახის ძვლების მოტეხილობა) ოპერაციული მკურნალობა;
- ყბა - სახის მიდამოს ქირურგიული ინფექციების : აბსცესის, ფლეგმონას, ფურუნკულის, კარბუნკულის, ოსტეომიელიტის მკურნალობა;
- ჰაიმორიტის ქირურგიული და კონსერვატიული მკურნალობა;
- პირის ღრუს პათოლოგიების ქირურგიული მართვა;
- კისრის შუა და გვერდითი კისტების ოპერაციული მკურნალობა;
- ყბების კისტების მკურნალობა;
- სინუს ლიფტინგი (ძვლოვან - პლასტიკური ოპერაცია, რომლის საშუალებითაც იმპლანტაციის ზონაში საჭირო მოცულობის შექმნა ხდება, განლეული ძვლოვანი ქსოვილის აღდგენისთვის);
- ალვეოლური მორჩის რეკონსტრუქცია;
- სახისა და კისრის მიდამოს ნაწიბურების პლასტიკა;
- ყბა - კბილთა სისტემის პათოლოგიების ოპერაციული მკურნალობა;
- სახის ტრავმული დაზიანებების შემდგომი დეფექტების რეკონსტრუქციული ქირურგია.
საყურადღებო სიმპტომები
ვინაიდან ადრეული ჩარევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მკურნალობის შედეგს, გვიცავს გართულებისგან და დამატებითი ჩარევებისგან, მნიშვნელოვანია იმ სიმპტომების ცოდნა, რომლის დროსაც უნდა მიმართოთ ექიმს, ესენია:
- ტკივილი სახის, პირის ღრუსა და კისრის არეში;
- წარმონაქმნების არსებობა;
- სისხლდენა პირის ან ცხვირის ღრუდან;
- სახის არეში ან პირის ღრუში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება;
- პირის გაღების გაძნელება;
- მოულოდნელი შეშუპება ან დეფორმაცია სახის არეში;
- ნებისმიერი პათოლოგია სახის, პირის ღრუსა და კისრის მიდამოში.