პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებები და ვალდებულებები
არასრულწლოვანის დამატებითი სპეციალური უფლებები
- უფლება აქვს ინფორმირებული იყოს მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მარტივ და გასაგებ ენაზე.
- უფლება აქვს მიიღოს სამედიცინო მომსახურება, რომელიც პატივს სცემს და ითვალისწინებს მის ღირსებას და შესაბამისობაშია ქვეყანაში აღიარებულ და დანერგილ პროფესიული მომსახურების სტანდარტებთან.
- უფლება აქვს მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიუხედავად, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო. აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
- პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას, მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. გადაწყვეტილება და პირის ვინაობა ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში.
- უფლება აქვს პატივი სცენ მის პატივს, ღირსებასა და რწმენას. მას უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა რელიგიურ და სულიერ მსახურებაზე.
- უფლება აქვს დაცული იყოს მისი კონფიდენციალობა ყველა ეტაპზე, ექიმთან გასაუბრებისას, გასინჯვისას, პროცედურების/მკურნალობის ჩატარებისა და ტრანსპორტირებისას.
- პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და დაცულია საქართველოში მოქმედი კანონებისა და რეგულაციების მიხედვით. პაციენტს უფლება აქვს წერილობით გამოხატოს თანხმობა, მის შესახებ არსებული და დაცული ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ.
- უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მისი პირადი ნივთების დაცვის თაობაზე, ჰოსპიტლის პასუხისმგებლობის შესახებ.
- უფლება აქვს მიიღოს ყურადღებიანი, ღირსეული და თავაზიანი სამედიცინო მომსახურება უსაფრთხო გარემოში, ყოველგვარი ძალადობის, შევიწროვების, შეურაცხყოფის გარეშე. პაციენტს უფლება აქვს პატივი სცენ მის კულტურულ, ფსიქოლოგიურ, რელიგიურ და ინდივიდუალურ ღირებულებებსა და რწმენას.
- უფლება აქვს ალტერნატიული (მეორე) აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას. პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებები
- უფლება აქვს მისთვის გასაგებ ენაზე, გასაგები ფორმით მიიღოს ინფორმაცია მკურნალი ექიმის ვინაობის, შეთავაზებული მკურნალობის, პროცედურის, მკურნალობის ტაქტიკის/გეგმის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პროგნოზის, დიაგნოზის, გამოჯანმრთელების პერსპექტივისა და ალტერნატიული მკურნალობის, ასევე განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე გაცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. პაციენტს უფლება აქვს იცოდეს მკურნალობის სავარაუდო ღირებულების შესახებ, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს მიიღოს შესაბამის გადაწყვეტილება.
- უფლება აქვს ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, თუ რომელი სამედიცინო პროცედურა და ჩარევა მოითხოვს პაციენტის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას (წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ხელმოწერისას, საჭიროების შემთხვევაში პაციენტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს თარჯიმნის მომსახურებით). პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა საჭიროა შემდეგი სამედიცინო პროცედურების ჩატარებისას:
- ყველა სახის ქირურგიული პროცედურა;
- ბიოფსია ასპირაციული ნემსით;
- ყველა სახის ანესთეზია ზოგადი, რეგიონალური ან ადგილობრივი ანესთეზიის ჩათვლით;
- რადიოლოგიური გამოსახულება კონტრასტით;
- ყველა სახის ოფთალმოლოგიური ოპერაცია;
- ჰოსპიტალში მიღება;
- ენდოსკოპიური პროცედურები;
- გულის კათეტერიზაცია;
- პლევრალური სადრენაჟო მილის ჩადგმა;
- სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა;
- კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა და შესაბამისი მედიკამენტების მიღება;
- პროცედურული სედაციური ეფექტი ზომიერი ან ღრმა სედაციური ეფექტის ჩათვლით;
- ბიოლოგიური სითხეების ასპირაცია;
- სამედიცინო მიზნით ფოტოგრაფირება- მათ შორის ვიდეოს გამოყენებით;
- სხვა სამედიცინო დაწესებულებაში რეფერალი/გადასვლა.
- ნებისმიერი სხვა მაღალი რისკის შემცველი მკურნალობა/ინვაზიური პროცედურა;
- სისხლძარღვების კათეტერიზაცია;
- ქიმიოთერაპიული მედიკამენტების გამოყენება;
13. უფლება აქვს ინფორმირებული იყოს მკურნალობის მოსალოდნელი და გაუთვალისწინებელი შედეგების შესახებ. ასევე განსაზღვროს პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ინფორმაციის მიღებაზე.
14. უფლება აქვს ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, რომ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მისი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, იმ მოცულობით რაც მას სურს.
15. ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ სტადიაზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე ან შეწყვიტოს უკვე დაწყებული მკურნალობა. სამედიცინო მომსახურებაზე უარი პაციენტმა უნდა დააფიქსიროს წერილობით. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.
16. უფლება აქვს სამედიცინო პერსონალისგან მიიღოს პროფესიონალური და შესაფერისი დახმარება ტკივილის შეფასებისა და მართვისა, მისი პერსონალური, კულტურული და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
17. უფლება აქვს სამედიცინო პერსონალისგან მიიღოს მომაკვდავი პაციენტისათვის შესაბამისი საჭიროებები, მისი პერსონალური, კულტურული და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
18. უფლება აქვს წინასწარ, წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო ან სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ჩატარების განხორციელების შესახებ, რაც გამოწვეული იქნება განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით ან დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.
19. უფლება აქვს თავად აირჩიოს მიიღებს თუ არა მონაწილეობას რაიმე სახის სამედიცინო ან კლინიკურ კვლევაში.
20. უფლება აქვს ინფორმირებული იყოს მკურნალობასთან დაკავშირებით საჩივრის/პრეტენზიის დაფიქსირების შესახებ, ჰოსპიტალში არსებული პროცედურების თაობაზე. პაციენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში.
21. უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეთიკური საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც წარმოიშობა მისი მკურნალობის პერიოდში. მათ შორის, ეთიკური საკითხების მოგვარებაში, პაციენტის მიერ სარეანიმაციო და სიცოცხლის შემანარჩუნებელი ღონისძიებების განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში.
22. ჰოსპიტალი ყველა ღონეს იყენებს რათა სამედიცინო მომსახურებისას, პაციენტებისათვის, შეამციროს ფიზიკური, ენობრივი, კულტურული და სხვა ბარიერები. კლინიკა უზრუნველყოფს ფიზიკური, ვიზუალური, სმენის დარღვევის მქონე პაციენტებს მიაწოდოს შესაბამისი გონივრული დახმარება, მათ შორის სპეციალური საპარკინგე ადგილების მოწყობით, ეტლით მომსახურებით, შშმპ პაციენტებისათვის განკუთვნილი სველი წერტილების მოწყობით და სხვა. ჰოსპიტალი უზრუნველყოფს, რომ შშმპ პაციენტებს ინფორმაცია მიაწოდოს მათთვის გასაგები ენითა და ფორმით.
23. უფლება აქვს ინფორმირებული იყოს მოვლისა და მკურნალობის მოსალოდნელ შეფერხებასთან, დაგვიანების მიზეზებთან და არსებულ ალტერნატივებთან დაკავშირებით.
24. უფლება აქვს მიიღოს წერილობითი დანიშნულება და რეკომენდაცია კლინიკიდან გაწერის შემდეგ მკურნალობასთან დაკავშირებით.
25. უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა თავის სამედიცინო დოკუმენტაციასთან და ნებისმიერ დროს გამოითხოვოს იგი.
26. უფლება აქვს მიიღოს სრული ინფორმაცია ჩატარებული მკურნალობის ზუსტი ხარჯებისა, ფინანსური და სოციალური საკითხების შესახებ. კერძოდ, ინფორმაცია მკურნალობის ღირებულების, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების და მესამე პირის მიერ მისი მკურნალობის ღირებულების ანაზღაურების შესახებ.
არასრულწლოვანის დამატებითი სპეციალური უფლებები
1. არასრულწლოვანი პაციენტის უფლებებს წარმოადგენს მისი მშობელი ან კანონიერი მეურვე (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა).
2. არასრულწლოვან პაციენტს უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს შესაფერისი გარემოთი, რომელიც ხელს შეუწყობს ადაპტაციას ჰოსპიტალში მკურნალობის დროს.
3. არასრულწლოვან პაციენტს უფლება აქვს, შესაბამის ორგანოს შეატყობინოს ძალადობის ყველა ფორმის შესახებ.
4. არასრულწლოვან პაციენტს, სამედიცინო მომსახურება უნდა გაეწიოს მშობლის, კანონიერი მეურვის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც სამედიცინო მომსახურების გაწევა გადაუდებელი აუცილებლობით არის გამოწვეული.
პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ვალდებულებები
- მიაწოდოს ექიმს მისი პირადი მონაცემები;
- პატივი სცეს სხვა პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უფლებებს;
- მიაწოდოს ჰოსპიტალს სრულყოფილი ინფორმაცია ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ;
- დროულად შეასრულოს სამედიცინო მომსახურებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულება;
- შეასრულოს გადაწყვეტილება მისი რეფერალის ან გაწერის შესახებ;
- მიაწოდოს ექიმს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- დაემორჩილოს და შეასრულოს კლინიკის შიდა რეგულაცია და წესები, რომლებიც უშუალოდ ეხება თამბაქოს მოხმარების, პაციენტთა ნახვის საათების, ინფექციის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის და ასევე გარემოსდაცვით წესებს;
- დაიცვას კლინიკისა და სხვა პირების საკუთრება;
- ითანამშრომლოს ექიმთან სამედიცინო გასინჯვისა და პროცედურების დროს;
- პაციენტი ვალდებულია დაიცვას თვითმოვლის ინსტრუქცია, მათ შორის შეასრულოს ექიმის დანიშნულება მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდეს ექიმთან ვიზიტზე;
- გაუფრთხილდეს კლინიკის ინფრასტრუქტურასა და მოწყობილობებს;
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი უფლებები ირღვევა, დაგვიკავშირდით: 2 600 600; customer_service @cmchospital.ge