24 მარტი 2025

„ჩემი დიაგნოზი სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა...“ – ირმა ბარბაქაძე, პაციენტი

ნეიროქირურგმა ვლადიმერ წიქარიშვილმა და მისმა გუნდმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარა: ვესტიბულური შვანომის, სმენის ნერვის სიმსივნის ამოკვეთა. ამოიკვეთა სიმსივნის უდიდესი ნაწილი და ინტრაოპერაციულად მოხერხდა სმენის და სახის ნერვის ფუნქციის შენარჩუნება, რის შემდეგაც პაციენტი დაუბრუნდა ოჯახს ჯანმრთელი და ჩვეული რიტმით აგრძელებს ცხოვრებას.