24 მარტი 2025

ნატო ჭიალაშვილი

პაციენტმა კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგ, ლადო წიქარიშვილსა და ენდოკრინოლოგ, ნინო თედორაძეს დიანოზის დასასმელად მიმართა- მრავალპროფილური კვლევის შედეგად, პაციენტს ერთ-ერთი იშვიათი ენდოკრინოლოგიური დაავადება კუშინგი დაუდგინდა, რომელიც ხასიათდება სისხლში ჰორმონ კორტიზოლის დონის მატებით, რაც ჰიპოფიზში მოცულობითი წარმონაქმნის არსებობამ გამოიწვია.

 

ქირურგიული ჩარევით მოხერხდა სიმსივნის ექსტრაკაფსულური ამოკვეთა, რა მეთოდითაც ქირურგებმა ფიპოფიზის ჯანმრთელი ქსოვილის მაქსიმალურად დაზოგვა და ჰორმონების დონის ნორმალიზება შეძლეს