17 თებერვალი 2026

"თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს

Image alt text

„თეგეტა“ თანამშრომლებისთვის ჯანდაცვის სპეციალურ პროგრამას - Tegeta Health Drive - იწყებს, რომელიც მათი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და პრევენციული მედიცინის კულტურის განვითარებაზეა ორიენტირებული. პროგრამა „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრია.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „კომპანიის წარმატება იწყება იმით, თუ რამდენად დაცულად და მხარდაჭერილად გრძნობს თავს თითოეული თანამშრომელი.

 

ჩემი პროფესიული გამოცდილება წლების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროს უკავშირდებოდა და კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლება, პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა გრძელვადიანი სტაბილურობისა და ძლიერი ორგანიზაციული კულტურის ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის პრაქტიკული გამოხატულებაა Tegeta Health Drive - პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ JCI-ის ოქროს სტანდარტით აკრედიტებულ კავკასიის მედიცინის ცენტრთან პარტნიორობით. მისი მიზანია, ჯანმრთელობაზე ზრუნვა სისტემურ და რეალურად ხელმისაწვდომ სტანდარტად იქცეს თეგეტელებისათვის”.

 

პროგრამის პარტნიორი, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, JCI აკრედიტაციის მფლობელი, ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრია. კავკასიის მედიცინის ცენტრში პრევენციული მედიცინის უზრუნველსაყოფად გახსნილია სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი (CMC Hub), სადაც ერთ სივრცეში მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრის მიღებაა შესაძლებელი. აღნიშნული სერვისი პაციენტის გამოცდილებას კიდევ უფრო გამარტივებულს და კომფორტულს ხდის.

სოფიო ასპანიძე, „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორი: 

„მაღალი სტანდარტების სამედიცინო სერვისების მიწოდებითა და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების კულტურის განვითარებით კავკასიის მედიცინის ცენტრი წლებია საზოგადოებას ძლიერ მხარდამჭერად ევლინება. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებთან პარტნიორობაზე 

Image alt text

სხვა სიახლეები