07 ნოემბერი 2025

კავკასიის მედიცინის ცენტრის შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელი პენსიონერებისთვის

კავკასიის მედიცინის ცენტრის შეთავაზება ევექსის და ლიბერთი ბანკის სოციალური პროექტის ფარგლებში 

ევექსის და ლიბერთი ბანკის განახლებულ მემორანდუმს პროექტულად უერთდება კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელიც სპეციალურად სოციალური ბარათის მფლობელი პენსიონერებისთვის დამატებით შეთავაზებას უზრუნველყოფს.

 

სოციალური ბარათის მფლობელი პენსიონერები შეძლებენ 50%, 60% შეღავათით სარგებლობას სამედიცინო კონსულტაციებზე, როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში, ისე ევექსის 15 კლინიკაში.

განსაკუთრებული პირობები ასევე გავრცელდება  JCI აკრედიტებული კავკასიის მედიცინის ცენტრში დიაგნოსტიკურ კვლევებზე და გარკვეულ ქირურგიულ ჩარევებზეც.

შეთავაზება ძალაში იქნება 2026 წლის მაისამდე. 

 

შეღავათი სამედიცინო კონსულტაციებზე კავკასიის მედიცინის ცენტრში: 

  • 50% ფასდაკლება ლიბერთის პენსიონერი მომხმარებლებისთვის კავკასიის მედიცინის ცენტრიდან მოწვეულ სპეციალისტებთან სამედიცინო კონსულტაციაზე შემდეგ მიმართულებებში: კარდიოქირურგია, ანგიოქირურგია, ოფთალმოლოგია, ონკოგინეკოლოგია, ლარინგოლოგია.
  • 60% ფასდაკლება ევექსში რეგისტრირებულთათვის, კავკასიის მედიცინის ცენტრიდან მოწვეულ სპეციალისტებთან სამედიცინო კონსულტაციაზე შემდეგ მიმართულებებში: კარდიოქირურგია, ანგიოქირურგია, ოფთალმოლოგია, ონკოგინეკოლოგია, ლარინგოლოგია

 

       

შეღავათები ქირურგიულ  მომსახურებაზე კავკასიის მედიცინის ცენტრში:

პროექტის ფარგლებში ქირურგიული მომსახურების ღირებულების 90% ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ხოლო თანხის 10%-ზე მნიშვნელოვანი შეღავათი გავრცელდება:

 

  • გულის შუნტირება – თანაგადახდის თანხას -50% 
  • გულის სარქვლის ოპერაცია – თანაგადახდის თანხას -1000 ₾ 
  • კატარაქტის ოპერაცია: სრული დაფინანსება 
  • ჰისტერექტომია: თანაგადახადის თანხას -50% 
  • ლარინგოლოგია: ცხვირის და ძგიდის ნიჟარების ოპერაციის თანხას -50%

ქირურგიული ჩარევები, რომლებსაც თანაგადახდიდან დააკლდება 500 ₾:

 

  • თეძოს/ბარძაყის არტერიის სტენტირება
  • ვენის პლასტიკა
  • წვივის არტერიის პერკუნტალური პლასტიკა (ბალონირება)
  • ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება
  • ვენის ლაზერული რადიოაბლაცია
  • ბარძაყის არტერიის პლასტიკა

 

30%-იანი შეღავათი დიაგნოსტიკურ კვლევებზე კავკასიის მედიცინის ცენტრში: 

  • ენდოსკოპია ანესთეზიით
  • ნეირომიოგრაფია (ერთი კიდური)
  • ნეირომიოგრაფია (ერთზე მეტი კიდური)
  • ენცეფალოგრამა
  • კოლონოსკოპია ანესთეზიით

 

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 2 600 600.

კავკასიის მედიცინის ცენტრი, ქავთარაძის ქ.23 

 

 

სხვა სიახლეები