19 დეკემბერი 2024

XIII ნობელის სამეცნიერო სესია კავკასიის მედიცინის ცენტრში – მედიცინისა და მეცნიერების მომავლისკენ

Image alt text

15 დეკემბერს, კავკასიის მედიცინის ცენტრის და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის მედიცინის ცენტრში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA) ორგანიზებით XIII ნობელის სამეცნიერო სესია გაიმართა.

 

სესიაზე განხილული იყო მედიცინისა და მეცნიერების სფეროში არსებული ახალი აღმოჩენები და ინოვაციური მიდგომები.

 

კონფერენციის მსვლელობას თან აქტუალურ საკითხებზე საინტერესო დისკუსია ახლდა, რამაც დამსწრეთა შორის ინტერაქციას და თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეუწყო ხელი.

 

კავკასიის მედიცინის ცენტრის ერთ-ერთი ღირებულება უწყვეტი გაუმჯობესებაა. ჰოსპიტლისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მედიცინის პროფესიონალების ახალი თაობის განათლების და განვითარების მხარდაჭერა

სხვა სიახლეები