25 ივლისი 2024

კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI-ს ოქროს სტანდარტის მიღებას ზეიმობს

Image alt text

ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხის (JCI) მოპოვებასთან დაკავშირებით, კავკასიის მედიცინის ცენტრში (CMC) ღონისძიება გაიმართა.

 

 CMC-ის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგიამ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს, მოწვეულ სტუმრებსა და ჰოსპიტლის პერსონალს JCI აკრედიტაციის მიღების პროცესში განხორციელებული ცვლილებები გააცნეს და 1,000-მდე თანამშრომელს საერთაშორისო წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცეს.

 

 აკრედიტაციის მიღების აღსანიშნავად, დღის ბოლოს კავკასიის მედიცინის ცენტრის ფასადზე JCI-ს ხარისხის დროშა აღიმართა.

სხვა სიახლეები