04 ოქტომბერი 2024
კავკასიის მედიცინის ცენტრის ენდოსკოპიური განყოფილება JCI აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა: დაინერგა ხარისხის და უსაფრთხოების უახლესი პროტოკოლები. განახლებული ინფრასტრუქტურა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობა უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ სამედიცინო მომსახურებას.
ენდოსკოპიური პროცედურები ტარდება ანესთეზიით, რაც მაქსიმალურად ამცირებს დისკომფორტს პაციენტისთვის.
ცენტრი დაკომპლექტებულია დასავლური გამოცდილების მქონე პროფესიონალებით ოლეგ ქოიავასა და მონიკა შეროზიას ხელმძღვანელობით.
ენდოსკოპიურ განყოფილებაში ხელმისაწვდომია შემდეგი სამკურნალო-დიაგნოსტიკური სერვისები:
დიაგნოსტიკური ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (გასტროსკოპია)
დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპია
დიაგნოსტიკური კოლონოსკოპია
კუჭის ბოტოქსი
სისხლდენის შემაჩერებელი პროცედურა ელექტროკუაგულაციით ინჯექტორის მეშვეობით.
საყლაპავის ბუჟირება
საყლაპავის სტენტირება
საყლაპავის ვენების ლიგირება
პოლიპექტომია
გასტროსტომია
პაპილოტომია
ნაღვლის სადინრისა და პანკრეასის სადინრის სტენტირება
სამკურნალო კოლონოსკოპია - სისხლდენის შემაჩერებელი პროცედურა, რომლის დროსაც ხორციელდება ენდოსკოპიური პოლიპექტომია.
სხვა სიახლეები