25 მარტი 2025
კავკასიის მედიცინის ცენტრში პროფესორმა, ონკოუროლოგიისა და ლაპაროსკოპიული ქირურგიის ექსპერტმა - დავით ნიკოლეიშვილმა უროლოგიის საერთაშორისო მასტერკლასი ჩაატარა.
მასტერკლასში სომხეთიდან მოწვეული 12 უროლოგი მონაწილეობდა. ისინი ორი დღის განმავლობაში ონკოლოგიური პაციენტების 6 ლაპაროსკოპიულ ოპერაციას დაესწრნენ, გაეცნენ მაღალტექნოლოგიური ოპერაციების ტექნიკურ თუ თეორიულ ასპექტებს. შუალედებში მიმდინარეობდა ჩატარებული ოპერაციების განხილვა და თემატური ლექციები.
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროფ. დავით ნიკოლეიშვილმა და პროგრამის ორგანიზაციულმა მხარემ კოლეგების მხრიდან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
წელს კავკასიის მედიცინის ცენტრის ბაზაზე არსებული საერთაშორისო ლაპაროსკოპიული ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით მრავალი სასწავლო - საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაა დაგეგმილი.
სხვა სიახლეები