09 ივნისი 2020
საყლაპავის კიბო საკმაოდ აგრესიული ონკოლოგიური დაავადებაა. ეს ონკოლოგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. აღნიშნული დაავადება მერვე ადგილს იკავებს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიაში. მოდი, გავერკვეთ, რას წარმოადგენს ეს დაავადება, რით არის იგი სახიფათო და როგორ მკურნალობენ მას.
საყლაპავის კიბო არის ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც წარმოიქმნება საყლაპავის ლორწოვანი გარსიდან. საყლაპავი საჭმლის მომნელებელი არხის შემადგენელი ნაწილია. ეს არის გრძელი ღრუ მილაკი, რომლის გავლითაც საკვები ხდება კუჭში. ეს ორგანო იყოფა რამდენიმე ნაწილად: ყელის, გულმკერდის და მუცლის ღრუს ნაწილებად. საყლაპავის კედელს აქვს რამდენიმე ფენა: ლორწოვანი გარსი, კუნთოვანი და გარე ფენა. სიმსივნე შეიძლება წარმოიქმნას საყლაპავის ნებისმიერ ნაწილში, შეაღწიოს საყლაპავის კედლის შიგნით ან განვითარდეს მის გასწვრივ.
საყლაპავში სიმსივნის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ლორწოვანის ჯანმრთელი უჯრედები უცებ გარდაიქმნებიან სიმსივნურ უჯრედებად და იწყებენ სწრაფ გაყოფას, რაც იწვევს სიმსივნის წარმოქმნას. ითვლება, რომ საყლაპავის ლორწოვანი გარსის მუდმივი გაღიზიანება კიბოს განვითარების გადამწყვეტი ფაქტორია.
აღნიშნული დაავადების განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება:
ადამიანები, რომლებიც დაინფიცირებულნი არიან ბარეტის ვირუსით, შედიან რისკ ჯგუფში. დაავადება, თავის მხრივ, გულისხმობს საყლაპავის ლორწოვანის პათოლოგიურ ცვლილებას. იმ ადამიანებში, რომელნიც დაინფიცირებულნი არიან ბარეტის ვირუსით, დაავადების ალბათობა 30-ჯერ მაღალია.
კიბოსწინარე სხვა მდგომარეობებს მიეკუთვნება: საყლაპავის აქალაზია, (გამავლობის დარღვევა), სტრიქტურა (საყლაპავის შევიწროვება), თიაქარი და გასტროეზოფაგური რეფლუქსის სინდრომი (კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადატანა).
პაპილომავირუსულ ინფექციას ასევე შეუძლია საყლაპავის რომელიმე ნაწილში სიმსივნის წარმოქმნას შეუწყოს ხელი.
საყლაპავის კიბოს შესაძლოა არ ახლდეს სიმპტომები დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, ყლაპვის გაძნელება და საჭმელზე წყლის დაყოლების მუდმივი მოთხოვნილება დამაფიქრებელი ნიშნებია.
საყლაპავის კიბოს დროს პაციენტები უჩივიან შემდგომ სიმპტომებს:
ავთვისებიანი სიმსივნის ადგილმდებარეობის მიხედვით გამოყოფენ საყლაპავის კიბოს შემდეგ ტიპებს:
ადენოკარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კიბო დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმებია. წვრილუჯრედოვანი, ანუ არადიფერენცირებული კიბო, კარცინოსარკომა და ადენოაკანტომა გვხვდება მხოლოდ შემთხვევათა 1%-ში.
წარმონაქმნის ზრდის ტიპის მიხედვით გამოყოფენ კიბოს შემდეგ სახეობებს:
არსებობს წარმონაქმნის მეტასტაზირების რამდენიმე გზა. თუ მეტასტაზები ჩნდება ლიმფურ სისტემაში, საქმე გვაქვს საყლაპავის ლიმფოგენურ კიბოსთან. თუ დაავადება ვრცელდება ორგანიზმში სისხლძარღვებით, საქმე გვაქვს სიმსივნის ჰემატოგენურ მეტასტაზირებასთან. სხეულის შიგნით მეტასტაზების წარმოქმნა მიუთითებს იმპლანტაციურ მეტასტაზირებაზე.
საყლაპავის კიბო კლასიფიცირდება TNM კლასიფიკაციით, რომელიც აღწერს წარმონაქმნის აღმოცენების სიღრმეს, ლიმფური სისტემის დაზიანების ხარისხსა და მეტასტაზების არსებობას საყლაპავისგან მოშორებულ ორგანოებში.
განკურნებადობის პროგნოზი დამოკიდებულია ავთვისებიანი წარმონაქმნის გავრცელების ხარისხზე. თუ სიმსივნე აღმოჩენილ იქნა დაავადების დაწყებით სტადიაზე, განკურნებადობის პროგნოზი საკმაოდ კარგია. სიმსივნის უფრო ღრმა შეზრდა, ლიმფური კვანძების დაზიანება და, მით უმეტეს, მეტასტაზების არსებობა მნიშვნელოვნად აუარესებს განკურნებადობის პროგნოზს. კიბოს ბოლო სტადიაზე მკურნალობა ძირითადად დაიყვანება პაციენტისათვის სიმპტომატიკის შემსუბუქებასა და მისი სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებამდე.
დიაგნოსტიკა მოიცავს ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ დიაგნოსტიკას. დიაგნოსტიკის ლაბორატორიულ მეთოდებს მიეკუთვნება:
ამის შემდეგ, პაციენტებს, როგორც წესი, უტარდებათ გულმკერდის ორგანოების რენტგენოგრაფია, რომელიც ავთვისებიანი წარმონაქმნის გავრცელების ხარისხის დანახვის შესაძლებლობას იძლევა.
ინსტრუმენტალური დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმატიულ მეთოდს წარმოადგენს ეზოფაგასტროდუოდენოსკოპია. მეთოდი გულისხმობს საყლაპავის ენდოსკოპით დათვალიერებას. კიბოს არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში პროცედურის დროს ატარებენ ბიოფსიას, ე.ი ხდება უჯრედული მასალის აღება შემდგომი ლაბორატორიული კვლევისათვის. მკურნალობის გეგმის შედგენა ბიოფსიის შედეგების მიღების შემდეგ ხდება.
მუცლისა და გულმკერდის კომპიუტერულ - ტომოგრაფიული სკანირება წარმოადგენს დიაგნოსტიკის დამხმარე მეთოდს, ანალიზი შესაძლოა ჩანაცვლდეს რენტგენოგრაფიითა და ულტრაბგერითი გამოკვლევით.
კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს საყლაპავის კიბოსა და სხვა ონკოლოგიურ დაავადებათა ხარისხიან დიაგნოსტიკას. ცენტრი სპეციალიზირებულია კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია თანამედროვე აღჭურვილობით, რაც დეტალური და უსაფრთხო გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ცენტრის ექიმები დიდი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმები არიან. კავკასიის მედიცინის ცენტრში მომუშავე მრავალმა სპეციალისტმა სამუშაო გამოცდილება დააგროვა საზღვარგარეთ, მათ შორის გერმანიის კლინიკებშიც.
საყლაპავში არსებული წარმონაქმნის მკურნალობის რადიკალურ მეთოდს წარმოადგენს ქირურგიული ოპერაცია. თუ პაციენტის მდგომარეობა არ იძლევა ოპერაციის ჩატარების საშუალებას, სიმსივნურ წარმონაქმნზე ზემოქმედება ხდება ქიმიოთერაპიული პრეპარატებითა და რადიოლოგიით. ამგვარი მეთოდით მიიღწევა საუკეთესო შედეგები.
კავკასიის მედიცინის ცენტრი მდებარეობს საქართველოში, თბილისში. იგი მომსახურებას უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო პაციენტებს. კლინიკაში ჩამოდიან ადამიანები მთელი მსოფლიოდან. მედიცინის ცენტრში ტარდება სიმსივნის ამოკვეთის უნიკალური ოპერაციები, აქ იყენებენ მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს მედიკამენტური პრეპარატების რადიოთერაპიასთან შეთავსებით.
ქირურგიული ჩარევის ძირითად სახეობას წარმოადგენს საყლაპავის სუბტოტალური რეზექცია, ე.ი საყლაპავის ნაწილის ამოკვეთა მასთან ახლო მდებარე ლიმფურ კვანძებთან ერთად. ამოკვეთის შემდეგ, საყლაპავის დარჩენილ ნაწილს აერთებენ კუჭთან. თუ სიმსივნე არ გასულა ლორწოვანი ფენის ფარგლებს გარეთ, ტარდება ენდოსკოპიური რეზექცია.
მსგავსი ოპერაციები მაღალტენოლოგიურ აღჭურვილობასა და მაღალკვალიფიციურ ექიმებს მოითხოვს. ქირურგიული ჩარევა შესაძლოა განხორციელდეს მცირეინვასიული მეთოდებით, ე.ი ენდოსკოპის დახმარებით, რაც ორგანიზმში ჩარევას მინიმუმამდე ამცირებს. ოპერაციები როგორც წესი, წარმატებით მთავრდება და პაციენტთა 80%-ზე მეტი სრულიად იკურნება.
კავკასიის მედიცინის ცენტრის პაციენტებს ოპერაციებს უტარებენ გამოცდილი ქირურგები. ოპერაციები ტარდება 24 საათის განმავლობაში. კლინიკაში მკურნალობის შემდეგ პაციენტები იღებენ რეკომენდაციებს შემდგომი სამოქმედო გეგმის შესახებ. კლინიკის ექიმები ყოველთვის მზად არიან, რომ კონსულტაცია გაუწიონ პაციენტებს და მოემსახურონ მათ მკურნალობის დასრულების შემდეგაც.
სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთა ქირურგიული მეთოდით დადებით შედეგს იძლევა მხოლოდ დაავადების დაწყებით სტადიაზე. თუ სიმსივნური წარმონაქმნი შეზრდილია ღრმად, ლორწოვანში, ქირურგიული ჩარევის ეფექტურობა არ აღემატება 20%-ს.
იმისათვის, რომ მკურნალობის უფრო ეფექტური შედეგები იქნეს მიღწეული, ერთმანეთს უთავსებენ რამდენიმე მეთოდს: მედიკამენტურ პრეპარატებსა და რადიოთერაპიას. ქიმიოთერაპიული მკურნალობის კურსი და რადიოთერაპია შესაძლოა ჩატარდეს როგორც ოპერაციამდე, ასევე მის ნაცვლად. რადიოთერაპია არ გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი მკურნალობის მეთოდი.
ქიმიოთერაპიას, როგორც წესი უნიშნავენ იმ პაციენტებს, რომელთაც აღმოუჩინეს ადენოკარცინომა. მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება როგორც ოპერაციამდე, ასევე მის შემდეგ. ქიმიოთერაპია შეიძლება იყოს მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი დაავადების განვითარების ბოლო სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების სიმპტომატიკის შემსუბუქებას.
ბრტყელუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტებს უხდებათ ქიმიოსხივური მკურნალობა. კომბინირებული მკურნალობის ეფექტურობა ინდივიდუალურია. თუ ექიმებმა მოახერხეს სიმსივნური წარმონაქმნის ზომების შემცირება, ოპერაციას ატარებენ ქიმიოსხივური თერაპიის შემდეგ 1,5თვეში.
ზოგ შემთხვევაში პაციენტებს ენიშნებათ მხოლოდ ქიმიოსხივური თერაპია. ეს ხდება მაშინ, როდესაც წარმონაქმნის ამოკვეთა შეუძლებელია. ქიმიოთერაპიული პრეპარატებითა და სხივური ზემოქმედებით მკურნალობის დროს პაციენტთა სიცოცხლის ხუთწლიანი გახანგრძლივების მაჩვენებელი არ აღემატება 25%-ს.
ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული პაციენტების სამკურნალო გეგმის შედგენა ხდება ინდივიდუალურად, დიაგნოზის დასმისა და გამოკვლევების ჩატარების შემდეგ. კავკასიის მედიცინის ცენტრში ფუნქციონირებს ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური დღის სტაციონარი, სადაც პაციენტებს უტარდებათ მკურნალობა. პაციენტების ორგანიზმში შეყავთ ქიმიოთერაპიის პრეპარატები, სამედიცინო პერსონალი კი პაციენტებზე ზრუნავს 24 საათის განმავლობაში. კლინიკაში იყენებენ სხივურ და ჰორმონალურ თერაპიებს სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ.
ოპერაციის ჩატარების შემდეგ პაციენტები გადაჰყავთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ისინი იმყოფებიან 1-2 დღის განმავლობაში ექიმების მუდმივი დაკვირვების ქვეშ. როგორც წესი, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ პაციენტებს არ შეუძლიათ, რომ დამოუკიდებლად მიიღონ საკვები, ამიტომ მარილოვანი ხსნარები და საკვები ნივთიერებები შეჰყავთ ვენიდან. რეაბილიტაციის პერიოდი მკაცრად ინდივიდუალურია. ოპერაციიდან ერთ კვირაში პაციენტები, როგორც წესი, დამოუკიდებლად ჭამენ და შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლაც.
საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ნახევარი წლის განმავლობაში აუცილებელია რეგულარული გამოკვლევების ჩატარება, და საგანგაშო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ექიმისათვის დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო რეციდივი.
კავკასიის მედიცინის ცენტრი შედის საქართველოში უმსხვილეს კლინიკათა ქსელში, Evex Hospitals-ში. ცენტრი წარმოადგენს მრავალპროფილურ კლინიკას, რომელიც დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. აქ პაციენტებს სთავაზობენ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც ეფუძნება უახლეს სამედიცინო კვლევებს. ცენტრის სპეციალისტები თანამშრომლობენ ცნობილ კლინიკებთან მთელ მსოფლიოში და თანამშრომლობენ აგრეთვე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რაც იშვიათი ოპერაციების ჩატარებისა და რთულ შემთხვევებთან გამკლავების შესაძლებლობას იძლევა. ცენტრის სიამაყეს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური ექიმები და კლინიკის პერსონალი.
კლინიკის ერთ-ერთი მიმართულება არის სამედიცინო ტურიზმი. სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები ისწრაფვიან, რომ ყველასთვის უზრუნველყონ მსოფლიო დონის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვა. უცხოელ პაციენტებს ისინი სთავაზობენ ხარისხიან სამედიცინო მომსახურეობას ხელმისაწვდომ ფასად. ექიმთან ჩაწერა და კლინიკის პაციენტად გახდომა არ წარმოადგენს არავითარ სირთულეს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ განაცხადის გაკეთება საიტზე. ბილეთებზე და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაზე იზრუნებს კლინიკის პერსონალი. თქვენ გეყოლებათ თარჯიმანი და გექნებათ ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე ან კლინიკამდე და შემდეგ ისევ აეროპორტამდე. კლინიკაში უკვე წარმატებით იმკურნალა 17, 5 ათასმა საერთაშორისო რეზიდენტმა და ორ მილიონზე მეტმა პაციენტმა საქართველოდან. მათი შეფასებები შეიძლება ნახოთ საიტზე.