05 ივნისი 2020
ჩვენი სხეული ეყრდნობა ფეხებს, რომლებზეც ძალიან დიდი დატვირთვა მოდის მთელი დღის განმავლობაში. კიდევ უფრო მეტად კი ჩვენ ვაწვებით ტერფს. ალბათ ამიტომ არის, რომ წვივ-კოჭის ამოვარდნას სულ უფრო და უფრო ხშირად მკურნალობენ საზღვარგარეთ.
წვივ-კოჭის სახსრის სიჯანსაღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, ვინც სპორტს მისდევს, არამედ მათთვისაც, ვინც აფასებს თავის ჯანმრთელობას და სურს, რომ კარგად გრძნობდეს თავს, რადგან ასეთმა ტრავმებმა მომავალში შეიძლება თავი იჩინონ და არასასიამოვნო სურპრიზები მოგვიწყონ. სწორედ ამიტომ არის მნიშნელოვანი მათი დროული მკურნალობა.
ნაღრძობი ტერფისათვის დამახასიათებელი სიმპტომები და პირველადი დახმარება
წვივ-კოჭის ღრძობა ხასიათდება ძვლების სახსროვანი ზედაპირების გადაადგილებით, რომლის დროსაც სკდება კაფსულა და ზიანდება ახლომდებარე ქსოვილები. ამიტომ, მკურნალობა უნდა წარიმართოს სახსრის ბუნებრივი მდგომარეობის აღსადგენად.
რა ადასტურებს იმას, რომ ადამიანმა იღრძო ფეხი?
როგორც ვხედავთ, სიმპტომების მიხედვით თავიდან ძალიან რთულია იმის გარკვევა ნაღრძობთან გვაქვს საქმე, თუ მოტეხილობასთან, რაც აუარესებს სიტუაციას.
თუ ადამიანმა იღრძო ფეხი და აქვს ზემოხსენებული სიმპტომები, აუცილებელია, რომ მას აღმოუჩინონ პირველადი დახმარება. პირველადი დახმარების ჩატარება შესაძლებელია შემდეგნაირად:
ამ ეტაპზე პირველადი დახმარება გაწეულია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. პირველადი დახმარების გაწევის დროს საჭიროა ტკივილის სინდრომის მოხსნა. ეს შესაძლებელია მედიკამენტოზურად, სოლპადეინის, ტემპალგინის ან სხვა პრეპარატების გამოყენებით.
თუ ადამიანმა ტრავმა მიიღო ზამთარში, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს განსაკუთრებული ხასიათის ტრავმაა და ამ დროს არ შეიძლება ფეხსაცმლის გახდა საკუთარი ძალებით. ამგვარი ტრავმა შესაძლოა გართულდეს ქსოვილების გაციებით.
პირველადი დახმარების შემდეგ აუცილებელია ტრავმატოლოგთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს ფეხის მოტეხილობა.
სპეციალისტმა უნდა გადაიღოს რენტგენი. აგრეთვე აუცილებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება, რაც დაეხმარება მას მკურნალობის სწორი სისტემის შერჩევაში.
ტერფის სახსრის ამოვარდნილობის მკურნალობა
ტერფის სახსრის ამოვარდნილობა საკმაოდ ხშირია. ამგვარი ტრავმის მკურნალობა მიმდინარეობს კომპლექსურად.
თავიდან ექიმი თავის ადგილზე სვამს ამოვარდნილ სახსარს, მანამდე კი აყუჩებს კიდურს ტკივილგამაყუჩებლის საშუალებით. შემდეგ კოჭ-სახსარს მჭიდროდ აფიქსირებს სახვევით. ფეხი აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს 3 დღეში.
ფიქსაციის მოხსნის შემდეგ შეიძლება ნელი ნაბიჯით სეირნობა. ეს სასარგებლოა, რადგან სიარული შეამცირებს შეშუპებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სეირნობასთან ერთად პაციენტი პარალელურად დაიდებს ხოლმე ყინულის კომპრესებსაც.
რეკომენდებულია მედიკამენტოზური მკურნალობის დამატებაც. როგორც წესი, ეს კეთდება ექიმის სრული კონტროლის ქვეშ. ხშირად იგი მიმართვას იძლევა ფიტოტერაპიულ პროცედურებზე, როგორიცაა ულტრამაღალი სიხშირის თერაპია, ელექტროფორეზი, მაგნიტოთერაპია და სხვა სითბური პროცედურები.
ნაღრძობის ტიპები
არსებობს ნაღრძობის რამდენიმე ტიპი:
ასევე არსებობს:
ნაღრძობის კლასიფიკაციის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნიშნები. ამიტომ, ნაღრძობი შეიძლება იყოს:
ტერფის ღრძობის დიაგნოსტიკა CMC ჰოსპიტალში
ტერფის ღრძობის დიაგნოსტიკა აუცილებელია, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება შესაფერისი მკურნალობის შერჩევა და გართულებების თავიდან აცილება. CMC ჰოსპიტალში კი ყველაზე ეფექტურად ჩაატარებენ ნაღრძობის დიაგნოსტიკას.
CMC ჰოსპიტალის პროფესიონალი ტრავმატოლოგი გადაიღებს რენტგენს და ჩაატარებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით გამოიტანს გარკვეულ დასკვნას.
დიაგნოსტიკა ყოველთვის ეფუძნება ტრავმირებული ადგილის პალპაციის უნარს. გარდა ამისა, უნდა გამოიკითხოს თავად პაციენტიც. რთული შემთხვევების დიაგნოსტიკის დროს განსაკუთრებით კარგი იქნება კომპიუტერული ტომოგრაფია.
ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების განხორციელების შემდეგ, სპეციალისტი აკეთებს ადგილობრივ ანესთეზიას სახსრის ჩასასმელად. რთული შემთხვევების დროს იგი იყენებს თაბაშირის ლანგეტს, ხანდახან კი საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.
CMC ჰოსპიტალის თანამედროვე აღჭურვილობით რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარება დაგეხმარებათ მოტეხილობის გამორიცხვასა და ნაღრძობის დადასტურებაში. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით კი შესაძლებელია დაზიანებული სახსრის გარშემო მდებარე რბილი ქსოვილების მდგომარეობის შეფასება.
ნაღრძობი ტერფის მკურნალობა
ნაღრძობი ტერფის მკურნალობა მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად:
ცალკე უნდა გამოვყოთ ქირურგიული ჩარევა. მკურნალობის ეს მეთოდი აქტუალურია იმ შემთხვევაში, თუ ამოვარდნილი სახსრის ჩასმა შეუძლებელია. ქირურგიული ჩარევა ხორციელდება მაშინაც, თუ სახსართან ახლომდებარე სისხლძარღვები, ნერვები და მყესები დაზიანებულია. ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ ტრავმის განმეორების შემთხვევაშიც.
რეაბილიტაცია მკურნალობის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. იგი ხასიათდება ფიზიოპროცედურების ჩატარებით, მასაჟითა და კრიოთერაპიით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდებია, რომლებიც სახსარს ეხმარებიან მოძრაობის გაუმჯობესებაში და კუნთის ტონუსის ნორმალიზაციაში.
ფიზიოთერაპია ტარდება ტკივილის შესამსუბუქებლად, შეშუპების აღმოსაფხვრელად, ტროფიკისა და სისხლის ნაკადის მოძრაობის აღსადგენად. ფიზიოთერაპია სასარგებლოა არა მხოლოდ თაბაშირის მოხსნის შემდეგ, არამედ იმობილიზაციის ეტაპზეც.
ფიზიოტერაპია მოიცავს შემდგომ პროცედურებს:
ტერფის ღრძობა ძალიან გავრცელებული და სახიფათო ტრავმაა, ამიტომ პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ არ შეიძლება გავჩერდეთ. ასეთი ტრავმის მიღების მერე აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება და თქვენი შემთხვევის დიაგნოსტიკა მოწინავე სამედიცინო დანადგარებით CMC ჰოსპიტალში.