28 აგვისტო 2019
გული ჩვენი მთავარი მაცოცხლებელი ორგანოა, ყველაზე მნიშვნელოვანი კუნთი ჩვენს ორგანიზმში. ჯერ კიდევ 4 კვირის ჩანასახს უკვე უცემს გული და ეს გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დღეში გული საშუალოდ 115 000-ჯერ გვიცემს, გარდა ამისა, გული დღიურად 7000 ლიტრ სისხლს გადაისვრის არტერიებში. შთამბეჭდავი რიცხვებია, არა?
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კლინიკები, მათ შორის საქართველოშიც, მზად არიან გულის დაავადებათა სრულ სპექტრს უმკურნალონ, როგორც მედიკამენტოზურად, ასევე ოპერაციული ჩარევის გზით. ყოველდღიურად უამრავი ოპერაცია ტარდება კარდიოლოგიურ განყოფილებებში. ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი და საყურადღებო ეტაპია.
კარდიორეაბილიტაცია სპეციალურად შედგენილი გეგმაა, რომელიც პოსტ-ოპერაციულ პერიოდში უნდა დავიცვათ. ასეთ გეგმას ყველა პაციენტს ინდივიდუალურად უდგენენ. თუმცა არსებობს ზოგადი წესები და პრინციპები, რაც ყველასთვის საერთოა:
ახლა კი ჯობს თოთოეულ მათგანზე ვრცლად ვისაუბროთ
ოპერაციის გაკეთება არ ნიშნავს, რომ ამ გზით სამუდამოდ ვთავისუფლდებით წამლებისა და მკურნალობისგან. როცა საქმე გულს ეხება, ჩვენ ვალდებულები ვართ მასზე მთელი სიცოცხლე ვიზრუნოთ. რეაბილიტაციის პერიოდში მედიკამენტების მიღება აუცილებელია. ამ გზით გულს ვეხმარებით უკეთ იმუშაოს და აღიდგინოს ყველა ფუნქცია.
ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრება ის საკითხებია, რაც ყველა ადამიანმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, უნდა გაითვალისწინოს. გულის მუშაობა გავლენას ახდენს მთელ სხეულზე. ჩვენი ცხოვრების წესი და ემოციური მდგომარეობა კი გულზე აისახება. აქედან გამომდინარე, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა გვეხმარება გულის ჯანსაღად შენარჩუნებაში.
პოსტ-ოპერაციულ პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას, ფეხით სეირნობას სუფთა ჰაერზე, მცირე ვარჯიშებს, ეს დაგეხმარებათ ჟანგბადის ეფექტურად ათვისებასა და გულის კუნთის სისხლით მომარაგებაში. თუმცა ზომიერება აქაც საჭიროა, გახსოვდეთ, ერიდეთ რეაბილიტაციის პერიოდში:
სტრესი და ემოციური მდგომარეობა გულზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ აუცილებელია ოპერაციის შემდგომ პერიოდში სტრესისგან თავდაცვა. გულს დიდ დარტყმას აყენებს მოულოდნელი უსიამოვნო სიუპრიზები. ეს კი რეაბილიტაციის პერიოდში ნამდვილად არაა სასურველი.
ფიზიკური დატვირთვა გვათავისუფლებს სტრესისგან, აღადგენს ორგანიზმში ემოციურ წონასწორობას და შედეგად აღარ ვითარდება ე.წ. პოსტ-ოპერაციული დეპრესია, რაც კარდიოქირურგიაში ცნობილი სინდრომია.
სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ორგანიზმის მომზადებას ყოველდღიური ცხოვრებისთვის, სტრესის გამკლავებისთვის, ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერობისთვის. რეაბილიტაციის შემდეგ სამსახურში დაბრუნება უკვე 6 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი.
გახსოვდეთ, რომ ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით, გულის ჯანმრთელად შენარჩუნებისთვის აუცილებელია:
ჯანმრთელობა უპირველესად ჯანმრთელ გულს ნიშნავს. ჩვენი მაცოცხლებელი ორგანო კი ნამდვილად იმსახურებს გაფრთხილებას და ზრუნვას!