ონკოლოგი, მამოლოგი ლიანა კოპლატაძე კავკასიის მედიცინის ცენტრში მუშაობს 1987 წლიდან. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისისა და მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრებში. არის ლიცენზირებული ონკოლოგი მამოლოგი.
პაციენტების ამბულატურული მომსახურების 40-წლიან პრაქტიკასთან ერთად, აქვს ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამაში მამოლოგად მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. გავლილი აქვს პროფესიული დახელოვნების არაერთი პროგრამა.
ლიანა კოპლატაძე პაციენტებს სთავაზობს სრულყოფილ ამბულატორიულ მომსახურებას:
- კომპლექსური პირველადი კონსულტაცია. ანამნეზის საფუძვლიანი შეკრება და ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების შეფასება.
- თანამედროვე დიაგნოსტიკა. სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური, მამოგრაფიული და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევების დაგეგმვა, შედეგების საფუძვლიანი ინტერპრეტაცია და დიაგნოზის ზუსტი დადგენა.
- პრევენცია და მონიტორინგი. სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი წარმონაქმნების (ფიბროადენომების, კისტების და სხვ.) დინამიური დაკვირვება და ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის სტრატეგიები.
- პაციენტის ინფორმირება და მხარდაჭერა. სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვის სწავლება და პროფილაქტიკური ჯანდაცვის მნიშვნელობის შესახებ კონსულტაცია.