
MD; კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი; კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელი.
მედიცინის დოქტორი (MD), ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი ვასილ ბალახაშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგია. იგი გუნდს 2026 წლის მარტიდან შემოუერთდა.
ვასილ ბალახაშვილი ფლობს სახელმწიფო ლიცენზიებს ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში, ბავშვთა ანესთეზიოლოგიასა და ბავშვთა რეანიმატოლოგიაში. მას მიღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატები ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორიცაა გადაუდებელი ტრავმული და კარდიოლოგიური სიცოცხლის შენარჩუნება (ATLS, ACLS, BLS), რეგიონული ანესთეზია ექოსკოპიური კონტროლით და ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია (FATE).
იგი წლების განმავლობაში ეწეოდა კლინიკურ საქმიანობას სხვადასხვა ქვეყნის მრავალეროვან პროფესიულ გარემოში, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მართავდა კრიტიკულ პაციენტებს რესურსებით შეზღუდულ პირობებში. ექიმი აქტიურად მონაწილეობდა სამედიცინო ხარისხის კონტროლისა და თანამედროვე კლინიკური პროტოკოლების დანერგვის პროცესში.
მისი აქტიური პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ვასილ ბალახაშვილი არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის:
2022 წლიდან იგი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგია, სადაც ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კურსებს უძღვება. მანამდე, 2010-2015 წლებში, პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების დეპარტამენტში ეწეოდა. 2023 წელს მან გაიარა ლიდერობისა და გუნდური მუშაობის სპეციალური კურსი ევროპის ლიდერობისა და მენეჯმენტის ინსტიტუტში.
კავკასიის მედიცინის ცენტრში ვასილ ბალახაშვილი პაციენტებს სთავაზობს სრულ ანესთეზიოლოგიურ და რეანიმაციულ მომსახურებას: კრიტიკულ მდგომარეობათა მართვას (სეფსისი, ტრავმა, სუნთქვის უკმარისობა), პერიოპერაციულ შეფასებასა და ქირურგიული ჩარევების უსაფრთხო ანესთეზიოლოგიურ უზრუნველყოფას საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად.