დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში, ალერგოლოგია-იმუნოლოგიის და შემდგომში საოჯახო მედიცინის განხრით. კარიერული განვითარების მიზნით, რუსუდანი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებსა და სემინარებში. არის ლიცენზირებული ალერგოლოგ-იმუნოლოგი და ოჯახის ექიმი, ასევე Საერთაშორისო სერტიფიკატების მფლობელი დაავადებათა პრევენციის თუ ქოუჩინის მიმართულებით.
რუსუდან ჯოჯუას აქვს სამედიცინო თუ სამეცნიერო სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. ამჟამად, ის დასაქმებულია კავკასიის მედიცინის ცენტრში , -ჯანმრთელობაზე პერსონალური ზრუნვისა და პრევენციის ცენტრი- Wellmo-ს ხელმძღვანელის პოზიციაზე, მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის, ჯანმრთელობის ჩექ-აფ პაკეტების მართვა და პერსონალური ( ოჯახის) ექიმის მომსახურების გაწევა პაციენტებისთვის.
რუსუდანი, ასევე გახლავთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ინგლისურ და ქართულენოვან ფაკულტეტებზე. ამასთან ერთად, 2016 წლიდან, ის არის სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“-ს რეზიდენტურის, ოჯახის ექიმთა გადამზადების პროგრამის, მთავარი ტრენერი.