Image alt text

ოთარ გაგუა

მამოლოგი

ექიმის შესახებ

ბიოგრაფია

მამოლოგი და ონკოქირურგი ოთარ გაგუა, ლიცენზირებული ზოგად ქირურგიასა და ქირურგიულ ონკოლოგიაში, კავკასიის მედიცინის ცენტრს 2019 წელს შემოუერთდა.

 

ექიმს აქვს საერთაშორისო სტაჟირების გამოცდილება: 2023 წელს გაიარა სტაჟირება ლისაბონის „Champalimaud Clinical Center"-ის სარძევე ჯირკვლის დეპარტამენტში, სადაც სარძევე ჯირკვლის ონკოპლასტიკური ქირურგია შეისწავლა, ხოლო 2025 წელს - სეულის „Samsung Medical Center"-ის სარძევე ჯირკვლის ქირურგიის განყოფილებაში, სადაც სარძევე ჯირკვლის მინიინვაზიური ქირურგია შეისწავლა. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო GBCC Breast Robotic Surgery Workshop-ში სეულში.

 

იგი სამი წამყვანი ევროპული სამედიცინო ორგანიზაციის წევრია: ESO, ESMO და ESSO. საერთაშორისო კონფერენციებზე სპიკერის სტატუსით გამოვიდა ESMO Preceptorship on Breast Cancer-ზე შვეიცარიაში (2022 წელს), ხოლო მონაწილეობა მიიღო GBCC 2025 კონგრესზე.

 

ექიმი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ექიმთან დაკავშირებული სერვისები