Image alt text

გიორგი კეჭყემაძე

მამოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; მამოლოგი; ონკოქირურგი

ექიმის შესახებ

ბიოგრაფია

 

ექიმი ონკოქირურგი, მამოლოგი გიორგი კეჭეყმაძე 2021 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდს და წარმატებით ხელმძღვანელობს მამოლოგიურ განყოფილებას.

 

იგი მუდმივად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონგრესებში, სადაც ეცნობა და პრაქტიკაში ნერგავს თანამედროვე მედიცინის მიდგომებს.

 

სამედიცინო და სამეცნიერო საქმიანობიდან გამომდინარე, იგი ისეთი ორგანიზაციების წევრია, როგორიცაა:

 

  • 2012 წლიდან ევროპის ონკოლოგთა ასოციაცია (ESMO) (აქტიური წევრი);
  • 2014 წლიდან ასოციაცია „საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფი“;
  • 2016 წლიდან საქართველოს კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაცია.

 

რაც შეეხება მის აკადემიურ მოღვაწეობას, 2022 წელს ის ჩართული იყო მომავალი ექიმების რეზიდენტურის პროგრამაში, მამოლოგიის მიმართულებით.

 

მამოლოგი და ონკოქირურგი გიორგი კეჭეყმაძე წელიწადში საშუალოდ 140-დან 200 მდე ოპერაციას ახორციელებს და 1000-დან 1200-მდე ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება და ჰოსპიტლის მაღალკვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან ერთად გვთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:

 

ამბულატორიულ ნაწილში:

 

  • პირველად კონსულტაციებს;
  • კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი  დაავადებების მკურნალობას;
  • Cor-ბიოფსიას ექოსკოპიური კონტროლით - მასალის ჰისტომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევით;
  • წვრილნემსოვანი ბიოფსია მასალის ციტოლოგიური კვლევით;
  • მცირე ინვაზიური ქირურგიული მანიპულაციები.

 

სტაციონარულ ნაწილში:

 

  • ძუძუს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ოპერაციულ მკურნალობას;
  • ერთმომენტიან და გადავადებულ რეკონსტრუქციულ ონკოპლასტიკურ ოპერაციებს;
  • ინტრაოპერაციულ მორფოლოგიურ და ციტოლოგიურ ექსპრეს დიაგნოსტიკას, „მოდარაჯე“ ლიმფური კვანძების ბიოფსიას.

 

ექიმთან დაკავშირებული სერვისები