მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი არჩილ შარაშენიძე ლიცენზირებული მეან-გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი და კოლპოსკოპისტია. კავკასიის მედიცინის ცენტრს იგი 2021 წლიდან შემოუერთდა და წარმატებით ხელმძღვანელობს ონკოგინეკოლოგიის განყოფილებას.
სფეროში მოღვაწეობის პარალელურად მას გავლილი არაერთი საერთაშორისო სასწავლო კურსი, მაგალითად, 2016 წელს მან მოიპოვა სერტიფიკატი ევროპის ონკოლოგთა სკოლის (ESO) გინეკოლოგიური და უროგენიტალური სიმსივნეების კურსის გავლისთვის.
2018 წლიდან ის ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ევროპის გინეკოლოგიური ონკოლოგიის საზოგადოების (ESGO) კონგრესზე. რაც შეეხება სამეცნიერო-აკადემიურ მოღვაწეობას, ის 20-მდე პუბლიკაციის თანაავტორია. ამასთან, ჩართულია მომავალი ექიმების საგანმანათლებლო პროცესშიც, იგი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორია. აგრეთვე ის ბაზისური ლაპარასკოპიული უნარების კურსის ხელმძღვანელი და ESGO - ს ვებინარების (რუსულ ენაზე) პროექტის თანაავტორი და მუდმივი მოდერატორია.
აქტიური სამედიცინო და სამეცნიერო საქმიანობიდან გამომდინარე, იგი:
2019 - 2021 და 2024 - 2026 წლებში კი - ENYGO -ს ეროვნული წარმომადგენელი.
ონკოგინეკოლოგი, ასოცირებული პროფესორი არჩილ შარაშენიძე წელიწადში, საშუალოდ, 300 ოპერაციულ მკურნალობას ახორციელებს და 600 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება და მათ, მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად, ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით, სრულყოფილ ამბულატორიულ და ქირურგიულ მკურნალობას სთავაზობს.