OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Статьи Блога

Статьи Блога

ინსულტის მწვავე შედეგები დამარცხებულია - თრომბექტომიამ პაციენტის სიცოცხლე იხსნა

12 Июль 2022
ინსულტის მწვავე შედეგები დამარცხებულია - თრომბექტომიამ პაციენტის სიცოცხლე იხსნა

ნუნუ მაღლაკელიძე 75 წლის ქალბატონია, რომელიც სწორ დროს, სწორ ადგილას მოხვდა და სწორედ ასე გადარჩა ინსულტის მწვავე შედეგებს.

იხსენებს, რომ მოულოდნელად იგრძნო, როგორ კარგავდა მეტყველების უნარს. პირველ სიმპტომს, თანდათანობით, კიდურებში სისუსტე და მოძრაობის გაძნელებაც დაერთო. ოჯახის წევრები მარტივად მიხვდნენ, რომ საქმე ინსულტს ეხებოდა და მაშინათვე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

პაციენტი კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველივე სიმპტომების აღმოცენებიდან 1 საათში შეიყვანეს. მეტყველების გაძნელებასა და კიდურებში ნევროლოგიურ დეფიციტთან ერთად, ქალს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, რაც მდგომარეობას უფრო ართულებდა.

ნეიროქირურგმა კოკა გოგიჩაშვილმა პაციენტის მდგომარეობა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მოხვედრისთანავე შეაფასა. ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, რამაც ცერებრულ არტერიაში თრომბის არსებობა გამოავლინა. შედეგად, პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა სისტემური თრომბოლიზისი, რის შემდეგაც ის მწვავე სისხლძარღვოვან განყოფილებაში გადაიყვანეს. ნეიროქირურგებმა მირზა ხინიკაძემ და კოკა გოგიჩაშვილმა ენდოვასკულური თრომბექტომიის ჩატარების გადაწყვეტილებაც მიიღეს და პროცედურა წარმატებით განახორცილეს.

აღსანიშნავია, რომ სისტემური თრომბოლიზისი თავისტვინისმომმარაგებელსისხლძარღვშიარსებულითრომბისდაშლასგულისხმობს ინტრავენურად,მედიკამენტის შეყვანით.ენდოვასკულური თრომბექტომია კი თავის ტვინის დაზიანებულ უბანში თრომბული მასის დაშლას ითვალისწინებს და ნაჩვენებიაგანსაკურებულშემთხვევებში, როდესაცთრომბიიმდენადდიდია, რომმისიდაშლასისტემურითრომბოლიზისისმეშვეობითვერხერხდება. მცირეინვაზიურიჩარევაბარძაყისარტერიიდანხორციელდება.

წარმატებული თრომბექტომიის შედეგად ნუნუ მაღლაკელიძეს მდგომარეობა პირველივე საათში გაუმჯობესდა. მწვავე იშემიური ინსულტის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა პაციენტის გადარჩენა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება რაიმე სახის ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე: ქალი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

другие блогпосты

არტერიული ჰიპერტენზიის  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
Посмотреть
არტერიული ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 Июль 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Посмотреть
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 Апрель 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
Посмотреть
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 Март 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.