OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Статьи Блога

Статьи Блога

ცხოვრების ახალი შანსი საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხების შემდეგ

27 Июнь 2022
ცხოვრების ახალი შანსი საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხების შემდეგ

ჯერ მადა დაკარგა, იგრძნო ძლიერი სისუსტე. შემდეგ კვების გაძნელების პრობლემა გაუჩნდა, მუცელმა ზომაში მოიმატა და შებერილობის დისკომფორტიც შეექმნა. ნაირა ტაბატაძე კავკასიის მედიცინის ცენტრში შეშინებული მივიდა. სურდა, მისი შიში ექიმებს  გაექარწყლებინათ.

მცირე მენჯის ღრუს და მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ საკვერცხეების ბილატერალური წარმონაქმნი გამოავლინა, რომელიც ბადექონსა და პერიტონეუმის ქსოვილზეც იყო გავრცელებული. გამოკვლევებმა დაადასტურა ასციტის არსებობაც, რაც პერიტონეუმის ღრუში სითხის პათოლოგიურ დაგროვებას გულისხმობს. სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპიით დიაგნოზი შეფასდა, როგორც საკვერცხის მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის მქონე სეროზულ-პაპილური კარცინომა, მეტასტაზური იმპლანტებითბადექონსა და პერიტონეუმის ქსოვილში.

დაავადების გავრცელების მასშტაბის ფონზე, ონკოლოგმა ლიკა კაცელაშვილმა კონსილიუმთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, ქიმიოთერაპიის სამი კურსი ჩაეტარებინა, რადგან იმ ეტაპზე ოპერაციული მკურნალობა შეუძლებელი იყო. მკურნალობის შედეგად პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რის შემდეგაც ოპერაცია დაიგეგმა. ონკოქირურგმა, არჩილ შარაშენიძემ განახორციელა რადიკალურიჰისტერექტომია დანამატებით და ომენტექტომიით, რაც სიმსივნის სრულად ამოღებას გულისხმობს.

ნაირა ტაბატაძე დღეს თავს კარგად გრძნობს და პროფილაქტიკური მკურნალობის ქვეშ რჩება. რაც მთავარია, ექიმებმა მისცეს იმედი და ის ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განაგრძობს.

другие блогпосты

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
Посмотреть
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 Февраль 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზიის  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
Посмотреть
არტერიული ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 Июль 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Посмотреть
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 Апрель 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.