OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი

სოფიო ასპანიძე

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი
სოფიო ასპანიძე

სოფიო ასპანიძე კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის პოზიციას 2022 წლიდან იკავებს. მანამდე ის გახლდათ სამედიცინო სერვისების მართვის ხელმძღვანელი ევექსი ჰოსპიტლებში. 

სოფიო ასპანიძე ევექსის სამედიცინო კორპორაციას 2017 წელს, ჰოსპიტალური განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტით შემოუერთდა.

კარიერის პირველ ეტაპზე, იგი ჯანდაცვის განვითარების ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმღვანელობდა. ასევე, აქტიურად იყო ჩართული სოციალური მომსახურების  სააგენტოში  ჯანდაცვის პროგრამების მართვის საკითხებში, 2013 წლიდან კი ჰოსპიტალურ სექტორში ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას იკავებდა. კარიერის მომდევნო ეტაპზე, 2012-2017 წლებში,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და თბილისის მერიაში ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოებს ხელმძღვანელობდა.

სოფიო ასპანიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. კარიერული განვითარების მიზნით, მან კვალიფიკაცია აიმაღლა ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით. ამასთან მან ქვეყნის გარეთ ეტაპობრივად გაიარა ბარსელონას, ბუდაპეშტისა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების სტაჟირების პროგრამები. ის  ჩართულია სტენფორდის ბიზნეს სკოლის პროგრამაში. სოფიო ასევე გახლავთ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ზოგადი მენეჯმენტის სასერთიფიკატო პროგრამაში. ასევე, ფლობს არაერთ სერთიფიკატს ჯანდაცვისა და ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით.