თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ (1989-1995 წ.წ.) ნეიროქირურგის მიმართულებით პროფესიული განვითარება განაგრძო პ.სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ს/კ ინსტიტუტში (1995-1996 წ.წ.) და ქ. მოსკოვში ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში (1996-2002), ამავე ინსტიტუტში მიენიჭა მედიცინის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ნაშრომისათვის ქალა-ფუძის სიმსივნეების ქირურგიულ მკურნალობაზე (2002).
პროფესიული განვითარების მიზნით მან გადამზადება გაიარა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში: მეიოს კლინიკაში (პედიატრიული ნეიროქირურგია, ეპილეფსიის ქირურგია), ლონდონის ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ნაციონალურ ჰოსპიტალში (ხერხემლის ქირურგია), ბერლინის შარიტეს კლინიკაში (სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია), ნეაპოლის, ფედერიკო II_ის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ენდოსკოპიური ტრანსსფენოიდალური ქირურგია), ტიუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ქალა-ფუძის ქირურგია).
ლადო წიქარიშვილს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამ ეტაპზე, ის გახლავთ კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ის ასევე არის, საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების, ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციის(AANS),ამერიკის ნეიროქიირურგთა კონგრესის (CNS), ევროპის ნეიროქირურგიულ საზოგადოებათა ასოციაციის (EANS),
ხერხემლის სამეცნიერო საზოგადოების ევროპული სექციის (AOSpine) წევრი.
2009 წელს, მისი რედაქციით გამოიცა ამერიკის გულის და ინსულტის ასოციაციების მიერ შემუშავებული ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევების მართვის კლინკური გზამკვლევის ადაპტირებული ქართულენოვანი თარგმანი. ამჟამად, მას გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია და არის 2 მონოგრაფიის ავტორი.