OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

მარიკა თოიძე

სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი
მარიკა თოიძე

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მან სამედიცინო პრაქტიკა გააგრძელა მილანის საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტებში.  მარიკა ასევე იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც ჩააბარა ამერიკის ექიმთა სალიცენზიო  გამოცდები და მოღვაწეობა გააგრძელა ნიუ-იორკის, ვეილის სამედიცინო კოლეჯის ბაზაზე არსებულ, კორნელ-კოლუმბიის პრესბიტერიანული ჰოსპიტლში. ამავე პერიოდში, ის მონაწილეობდა ალცჰეიმერის დაავადების სამეცნიერო კვლევებში.

მარიკა თოიძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება. ამჟამად, ის იკავებს კავკასიის მედიცინის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილისა და სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბის დირექტორის პოზიციებს. ამავე დროს არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და აგრძელებს აკადემიურ მოღვაწეობას.

ის ასევე გახლდათ საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა კოლეჯის ბაზაზე აკრედიტებული PHTLS-ის პროგრამის სამედიცინო დირექტორი ამიერკავკასიის რეგიონში. ამ ეტაპზე, ის არის საქართველოში არსებული ამერიკის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის აკრედიტებული კურსის, FCCS-ის სამედიცინო დირექტორი. მარიკა გახლავთ ავტორი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და აკრედიტებული პროგრამების, რომლებიც  შეეხება  ექიმთა უწყვეტ სამედიცინო განათლებას. იგი ხელმძღვანელობდა, მასაჩუსეტსის მთავარი ჰოსპიტლის შინაგანი მედიცინის სახელმძღვანელოს („გზამკვლევი შინაგან მედიცინაში“) პირველი ქართულად ლიცენზირებული თარგმანის სარედაქციო კოლეგიას, რომელიც გამოიცა „საქართველოს მაცნეს“ მიერ.

ამჟამად, მარიკა არის განათლების ხარისხის სახელმწიფო ექსპერტთა კორპუსის წევრი და ფლობს ლიცენზიებს შინაგან მედიცინასა და რევმატოლოგიაში და აქტიურად აგრძელებს კლინიკურ საქმიანობას. ის მონაწილეობს, აშშ-ს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამასა და პროფესიულ საერთაშორისო კონფერენციებში. ამასთან ერთად, ის ორგანიზებას უწევს პირველადი ჯანდაცვის განვითარების საერთაშორისო კონფერენციებს საქართველოში.

მარიკა თოიძე არის საქართველოს პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. იგი ასოციაციის ეგიდით ახორციელებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებს ჯანდაცვის მიმართულებით.

პაციენტების შეფასება
ექიმის შეფასება
სავალდებულო ველები აღნიშულია *
აირჩიეთ რეიტინგი *
სახელი *
ქვეყანა *
თქვენი შეფასება გაივლის მოდერაციას და საიტზე განთავსდება ადმინისტრატორის დასტურის შემდგომ
სერვისები, რომელსაც გთავაზობთ