OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ლიკა კაცელაშვილი

კლინიკური ონკოლოგი
ლიკა კაცელაშვილი

ლიკა კაცელაშვილი

კლინიკური ონკოლოგი; კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების კლინიკური ონკოლოგი 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომის შემდგომი განათლება ონკოლოგიის  მიმართულებით ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში მიიღო.  დოქტურანტურის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 - 2020 წლებში გაიარა. 

სტაჟირება გავლილი აქვს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ონკოლოგიურ დაწესებულებებში (თურქეთი, ამერიკა, შვეიცარია და სხვა).

2008 წლიდან მუშაობდა საქართველოში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში - კონსილიუმ მედულაში, ნიუ-ჰოსპიტალში, აკად.ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში, ინოვას კლინიკაში, სადაც  2018 წლიდან ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

O 2009 წლიდან ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) აქტიური წევრი;
O 2010 წლიდან ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO) აქტიური წევრი; 
O 2014 წლიდან ევროპის ონკოლოგთა სკოლის  (ESO) აქტიური წევრი.

 

ლიკა კაცელაშვილი ადგილობრივ და საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონგრესებში მუდმივად მონაწილეობს მომხსენებლის სტატუსით. გამოქვეყნებული აქვს 12-მდე სამეცნიერო ნაშრომი ისეთ სამედიცინო ჟურნალებში, როგორიცაა The Breast, European Journal of Gynaecological Oncology, Annals of Oncology

პაციენტების შეფასება
ექიმის შეფასება
სავალდებულო ველები აღნიშულია *
აირჩიეთ რეიტინგი *
სახელი *
ქვეყანა *
თქვენი შეფასება გაივლის მოდერაციას და საიტზე განთავსდება ადმინისტრატორის დასტურის შემდგომ
სერვისები, რომელსაც გთავაზობთ