დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რადიოლოგიის განხრით. მას ასევე მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხიც.
ეკატერინე შველიძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამ ეტაპზე, ის დასაქმებულია კავკასიის მედიცინის ცენტრში და იკავებს ჯანმრთელობის სკრინინგ-ცენტრის დირექტორის პოზიციას.
ის აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ტრენინგებში, სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში. მათ შორისაა: ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა და სპეციალისტთა ასოციაცია, ევროპის ონკოლოგთა სკოლა და მრავალი სხვა.
მისი მონაწილეობით ასევე შეიქმნა რამდენიმე სამეცნიერო სახელმძღვანელო.