ნევროლოგიური პრობლემები და გართულებები მედიცინაში საკმაოდ ხშირია. არსებობს დაავადებები, რომელთა პრევენცია და დროული გამოვლენა/მკურნალობა სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზაც კია. სწორედ ამიტომ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგს.
კავკასიის მედიცინის ცენტრში მოქმედი ნევროლოგიური ამბულატორიული სივრცე პაციენტებს ყოველ სამუშაო დღეს (შესაძლებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე: 2 600 600) შემდეგი მომსახურების მიღებას სთავაზობს:
- ნევროლოგის კონსულტაცია;
- ეპილეფტოლოგის კონსულტაცია;
- ნეიროქირურგის კონსულტაცია;
- ელექტროენცეფალოგრაფია
- ელექტრომიოგრაფია;
- თავის ტკივილის ბოტოქს-თერაპია და სხვა.
ნევროლოგიის ცენტრში პერიფერიული ნერვული სისტემის გამოკვლევა ხორციელდება და ნებისმიერი სირთულის დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი. ჰოსპიტალში მოქმედებს თავის ტკივილის მართვის ცენტრი, რომელიც სხვადასხვა სახის თავის ტკივილის დიაგნოსტირებასა და ინდივიდუალურ მიდგომას უზრუნველყოფს. ასევე, ხელმისაწვდომია ფსიქოთერაპიული სერვისი და კონსულტაცია სპეციალიზებულ ნევროლოგთან, რომელიც უშუალოდ განსხვავებული ტიპის ნევროზებს მკურნალობს.
ნევროლოგიის ცენტრს, რომელშიც ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, ხატია გვანცელაძე, ეკატერინე გამცემლიძე, მარინა ყავლაშვილი და ანი ჩიქობავა ერთიანდებიან, ნეიროქირურგი ვლადიმერ წიქარიშვილი და ნევროლოგი ნინო აქიაშვილი ხელმძღვანელობენ. პროცესს კოორდინაციას უწევს გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგი, ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაზა ქაცარავა, რომელიც ევექსის ჰოსპიტალური ქსელის ნევროლოგიური მიმართულების უფროსია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნევროლოგიური მიმართულებით ჰოსპიტალში მოქმედებს ინსულტის მართვის ცენტრი, რომელიც თრომბოლიზურ თერაპიასა და ინსულტის თანამედროვე მეთოდებით დროულ მკურნალობას ითვალისწინებს. ამბულატორიული გამოკვლევების შედეგად კონსერვატიული ან ქირურგიული მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება ადგილზე, მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ უტარდება.