OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

ცენტრები

მაღალტექნოლოგიური კვლევების ცენტრი

მაღალტექნოლოგიური კვლევების ცენტრი
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება
მაღალტექნოლოგიური კვლევების ამბულატორიული მიმართულება კავკასიის მედიცინის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია, რომლის ეფექტურობასაც უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურასთან ერთად, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი განაპირობებს. ცენტრი მოსახლეობას მაღალხარისხიან სადიაგნოსტიკო აპარატურას სთავაზობს. ჰოსპიტალში წარმოდგენილია კვლევის შემდეგი მეთოდები:

  • კომპიუტერული ტომოგრაფია (16-16 და 128 შრიანი აპარატები);
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (1,5 და 3 ტესლა ინდუქტივობის აპარატები);
  • 3D დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • პანორამული რენტგენოგრაფია;
  • ენდოსკოპიური კვლევა;
  • ციფრული მამოგრაფიული კვლევა;
  • ექოსკოპიური კვლევები;
  • დენსიტომეტრია;


კონტრასტულ თუ დინამიურ ინსტრუმენტულ კვლევებს სათავეში უდგას მაღალკვალიფიციური გუნდი მედიცინის დოქტორ ნიკოლოზ საინიშვილის ხელმძღვანელობით, რომელშიც რადიოლოგები: მაკა ქუთათელაძე, სოფო მიქიაშვილი და ნინო რამიშვილი ერთიანდებიან. მაღალტექნოლოგიური კვლევების ცენტრის ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს ზოგადი პროფილის ექიმის მომსახურება, რომელიც პაციენტების დახმარებასა და დაკვალიანებაზეა პასუხისმგებელი. ყველა ეს სერვისი კი ყოველ დღე, დღის ნებისმიერ მონაკვეთშია ხელმისაწვდომი. ასევე, ხორციელდება წინასწარ ჩაწერა ნომერზე 2 600 600.
ცენტრის შიდა სივრცე
სხვა სერვისები