OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

ცენტრები

ანესთეზიოლოგია/რეანიმატოლოგია

ანესთეზიოლოგია/რეანიმატოლოგია

ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭო აღნიშნული მიმართულებით სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებას ემსახურება და ქსელში უახლესი სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის სისტემის დანერგვას ისახავს მიზნად. ბორდში ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები ერთიანდებიან. სწორედ მათი ძალისხმევით ხორციელდება მკურნალობის ერთიანი სტანდარტების შემუშავება, რაც უახლესი გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემოღებას, სერვისების განვითარებასა და კადრების გადამზადებას ითვალისწინებს. ქსელში მუდმივად ტარდება სწავლება/ტრენინგები ლექციებისა თუ პროტოკოლების გაცნობის სახით. გარდა ამისა, ექსპერტთა საბჭოს წევრები მართავენ კონსილიუმებს და ერთობლივად მუშაობენ განსაკუთრებით რთულ სამედიცინო შემთხვევებზე. ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ქსელის ჰოსპიტლების კრიტიკული მედიცინის სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში, ატარებს როგორც ონლაინ, ასევე - ადგილობრივ კონსულტაციებს.


ამ ეტაპზე, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია ე.წ. ქირურგიული „ჩექლისთის“ დანერგვა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის აღიარებული. აღნიშნული პროექტის მიზანს პრე-ოპერაციული პაციენტის უსაფრთხოება და საოპერაციო ბლოკში ინციდენტების რისკის მინიმუმამდე დაყვანა წარმოადგენს.