OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

ICU ბორდის დისტანციური რეანიმაციული შემოვლები კოვიდ-პაციენტების მართვის გაეფექტურების მიზნით

16 სექტემბერი 2021
ICU ბორდის დისტანციური რეანიმაციული შემოვლები კოვიდ-პაციენტების მართვის გაეფექტურების მიზნით
კორონავირუსის ეფექტურად მართვის მიზნით, კოვიდ-პაციენტების მკურნალობის პროცესში ევექსი ჰოსპიტლების ანესთეზია/რეანიმატოლოგიის (ICU) სამედიცინო ექსპერტთა საბჭო აქტიურად არის ჩართული. კორპორაციის კლინიკური მიდგომა, რომელიც დისტანციურ რეანიმაციულ შემოვლებს ითვალისწინებს, კრიტიკულად მძიმე კოვიდ-პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვას, მათი მკურნალობის გეგმის შედგენას და თითოეული შემთხვევის მართვის პროცესში ბორდის წევრების აქტიურ ჩართულობას ემსახურება.

უკვე რამდენიმე თვეა, დისტანციური რეანიმაციული შემოვლები ქსელის ყველა კოვიდ-ადაპტირებულ ჰოსპიტალში ინტენსიური თერაპიის ექსპერტთა საბჭოს მიერ პაციენტების მართვაში ყოველდღიურ მონაწილეობას ითვალისწინებს. საბჭოს წევრები განიხილავენ კრიტიკულად მძიმე კოვიდ-პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ადგენენ მათი მკურნალობის გეგმას. პროცესს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორი, გრიგოლ ხურციძე და ევექსი ჰოსპიტლების დირექტორის მოადგილე კლინიკური მიმართულებით, მამუკა ჩხაიძე ხელმძღვანელობენ.