თენგიზ ფურცხვანიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა და დიპლომისშემდგომი განათლება ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებით მიიღო. მან კვალიფიკაცია ევროპაში, კერძოდ - გერმანიაში აიმაღლა.
თენგიზ ფურცხვანიძე ევექსის ჰოსპიტალურ გუნდს 2013 წლიდან შემოუერთდა. ის ამჟამად დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოანესთეზია-ინტენსიური თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელია. ასევე, გახლავთ ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.