OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

სულხან ლომინაძე

ბორდის თავმჯდომარე
სულხან ლომინაძე
სულხან ლომინაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ინტერნატურა კარდიოქირურგიის მიმართულებით წარმატებით გაიარა და კვალიფიკაცია საზღვარგარეთ აიმაღლა. მან გადამზადების კურსი ჯერ ბერლინში, გერმანიის გულის ინსტიტუტში (DHZB), შემდეგ კი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, სამედიცინო ცენტრ La Tour-ში გაიარა. ასევე, წარმატებით დახურა სტაჟირების კურსი ისრაელის სამედიცინო ცენტრში Shaare Zedek.

სულხან ლომინაძემ მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი (PHD) 2007 წელს მიიღო, 2017 წლიდან კი საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. ის გახლავთ 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. აგრეთვე, მუდმივად აწარმოებს კვლევებს და მონაწილეობს საერთაშორისო ტრენინგებსა და სწავლებებში.

სულხან ლომინაძე ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს 2018 წლიდან შეუერთდა. კავკასიის მედიცინის ცენტრში მას კლინიკური დირექტორისა და კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია. ის ასევე ხელმძღვანელობს კარდიოლოგია/კარდიოქირურგია/
ინტერვენციული კარდიოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს ქსელში.