OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ნინო სოლომონია

წევრი
ნინო სოლომონია
ნინო სოლომონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა. სწავლა ამავე მიმართულებით მ. იაშვილის სახელობის ჰოსპიტალში განაგრძო. კვალიფიკაცია არაერთი განხრით დასავლეთის ქვეყნებში აიმაღლა. მათ შორის, სტაჟირება ჯერ გერმანიის ეპილეფსიის ცენტრში, შემდეგ კი აშშ-ში მრავალი მიმართულებით, მათ შორის - ნეონატოლოგიის განხრით გაიარა.

ნინო სოლომონია კენტუკის უნივერსიტეტში ნეონატოლოგის პოზიციაზე მუშაობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა. ის გახლავთ ნეონატოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის კოორდინატორი ქსელში. აგრეთვე, არის ევექსის პედიატრიული სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.

ნინო სოლომონია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ბორდის წევრი და ახალშობილთა რეანიმაციის პროგრამის (NRP, აშშ) რეგიონალური ინსტრუქტორია. მის სახელს არა ერთი სამედიცინო პუბლიკაცია და სამეცნიერო კვლევა უკავშირდება.