OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ლექსო ლაგვილავა

ბორდის წევრი
ლექსო ლაგვილავა
ლექსო ლაგვილავამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა. რეზიდენტურა აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა. მან კვალიფიკაცია გერმანიაში, პორტუგალიასა და უკრაინაში აიმაღლა. ის ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ზოგად ქირურგიაში, ონკოქირურგიასა და ლაპარასკოპიულ ქირურგიაში.

2009-2012 წლებში მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. მომდევნო წლებში სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა, 2018 წლიდან კი ევექსის ქსელს შეუერთდა. დღეს ლექსო ლაგვილავას კავკასიის მედიცინის ცენტრის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის უფროსის პოსტი უკავია. ასევე, არის ქსელის ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.