OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

ხორხის კიბოს მკურნალობა

05 თებერვალი 2020
ხორხის კიბოს მკურნალობა
ხორხის კიბო ონკოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის წარმოქმნა ხორხის არაგარქოვანებული უჯრედებიდან. კიბოს აღნიშნული ფორმა ითვლება მძიმე დაავადებად და შეადგენს დაახლოებით ონკოლოგიური დაავადებების 2%-ს. ხორხის კიბო 9-ჯერ უფრო გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. 


გამომწვევი მიზეზები და პირველი ნიშნები 

არსებობს აღნიშნული დაავადების გამომწვევი ფაქტორების მთელი რიგი. უფრო ხშირად ხორხის კიბოთი ავადდებიან აქტიური მწეველები, სწორედ ამიტომ, თამბაქოს მოხმარება დაავადების გამომწვევი უმთავრესი მიზეზია. 

აგრეთვე, დაავადების გაჩენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია, პირის ღრუს არასწორი მოვლა. პირის ღრუს ჰიგიენის ნორმების უგულებელყოფა ზრდის კბილებისა და ღრძილების ანთებითი დაავადებების გაჩენის რისკს. სამომავლოდ, ანთებითმა დაავადებებმა შესაძლოა მიიღოს ქრონიკული ხასიათი და გადაიზარდოს კიბოში. მათ, ვისაც აქვს მემკვიდრეობითი მიკუთვნებულობა ონკოლოგიური დაავადებების მიმართ, განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ პირის ღრუს ჰიგიენას. 

მავნე საწარმოო გარემოში მუშაობა შესაძლოა აგრეთვე გახდეს ხორხის კიბოს გამომწვევი მიზეზი. მავნე გარემოდ შესაძლოა მივიჩნიოთ სარემონტო, ლაქთან და საღებავებთან დაკავშირებული, ქიმიური საწარმოები და სხვა იმგვარი დაწესებულებები, სადაც ხდება მავნე ნივთიერებების სისტემატიურად დიდი რაოდენობით გამოყოფა. 

სხვა გამომწვევ მიზეზებს აგრეთვე მიეკუთვნება ასაკი (50 წლიდან ზემოთ), სიმსივნის არსებობა ყელის მიდამოში და ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა საცხოვრებელ ადგილას. 

რაც შეეხება ხორხის კიბოს სიმპტომებს, არსებობს მთელი რიგი სიმპტომებისა, რაც შეიძლება მიანიშნებდეს ონკოლოგიურ დაავადებაზე და გახდეს დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარების მიზეზი. ამასთან, აღნიშნული პათოლოგია შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს მამაკაცებსა და ქალებში. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რამდენადაც კიბოს აღნიშნული სახეობის მთავარი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა, და სწორედ მამაკაცები უფრო ხშირად არიან თამბაქოს მომხმარებლები, მწეველებისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, როგორც წესი გვხვდება მამაკაცებში. 


ქალებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები: 

დაავადების ადრეულ სტადიაზე შეინიშნება შემდეგი სიმპტომები: 

  • გემოვნური შეგრძნებების დაქვეითება;
  • ყელის ტკივილი და დისკომფორტი ყლაპვის დროს;
  • უცხო სხეულის შეგრძნება ყელში, რომელიც პაციენტს ხელს უშლის ყლაპვაში;
  • ხმის ჩახლეჩვა ან დაკარგვა (აღნიშნული სიმპტომი ვლინდება უცებ ან თავს იჩენს პერიოდულად);
  • ღამის ძილის ხარისხის გაუარესება;
  • ყურების ტკივილი;
  • მადის დაქვეითება, რაც ხელს უწყობს წონის კლებას;
  • ზოგადი მდგომარეობის გაუარესება და ქრონიკული დაღლილობა;
  • შეშუპება ყელის არეში.

მამაკაცებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები: 

მამაკაცებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები მოიცავს ზემოაღნიშნულ სიმპტომებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ემატება მშრალი, შემაწუხებელი ხველა. გარდა ამისა, ნახველში საკმაოდ ხშირად შეინიშნება სისხლი. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა შეცდომით აღქმული იყოს ხანგრძლივი თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ სიმპტომებად, რაც იწვევს დაავადების ძალიან დაგვიანებულ დიაგნოსტიკას. 


ხორხის კიბოს სტადიები 

როგორც სხვა ნებისმიერი ონკოლოგიურ დაავადებას, ხორხის კიბოსაც აქვს განვითარების რამდენიმე სტადია: ნულოვანი, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სტადიები. 

  • ნულოვანი სტადია
როგორც წესი, ნულოვან სტადიას უწოდებენ კიბოს წინარე მდგომარეობას. აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკა საკმაოდ იშვიათად ხდება ნულოვან სტადიაზე, და სწორედ ამიტომ მკურნალობა ხშირად შემდგომ სტადიებზე იწყება. სამწუხაროდ ეს საგრძნობლად ამცირებს განკურნების შანსს და ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ხორხის კიბო ერთ-ერთ ყველაზე რთულ ონკოლოგიურ დაავადებად ითვლება. 

ნულოვან სტადიაზე პრაქტიკულად არ ვლინდება არანაირი სიმპტომი. ერთდერთი სიმპტომი, რომელიც შესაძლოა სიმსივნეზე მიანიშნებდეს, ყელის არეში უმნიშვნელო დისკომფორტია, რომელიც ხშირად გაციებასთან ასოცირდება. იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდა ხორხის კიბოს დიაგნოსტიკა ნულოვან სტადიაზე, დადებითი შედეგის ალბათობა დაახლოებით 95%-ია, 5 წლიანი სიცოცხლის გახანგრძლივების ჩათვლით. 

  • პირველი სტადია
აღნიშნულ სტადიაზე უკვე ვლინდება პირველი, დაავადების მეტ-ნაკლებად ცალსახა სიმპტომები. სიმპტომებს მიეკუთვნება ყელის შეშუპება და ტკივილი ყლაპვისა და ლაპარაკის დროს. აღნიშნულ ეტაპზე სიმსივნე ჯერ პატარაა და არ სცდება ხორხის ფარგლებს. მეტასტაზები არ არის გასული ორგანიზმის სხვა ნაწილებსა და სისტემებში. თუ მკურნალობა დროულად დაიწყება, ხუთწლიანი სიცოცხლის გახანგრძლივების ალბათობა 85%-ს შეადგენს. 

  • მეორე სტადია
დაავადების მეორე სტადიაზე, როგორც წესი სიმსივნე ცდება ხორხის ერთი ნაწილის ფარგლებს. იქიდან ამომდინარე, რომ ხორხისა და ყელის სხვა ნაწილები ზიანდება, აღნიშნულ სტადიაზე დაავადების მთავარი სიმპტომი ხმის ცვლილება და მეტყველების ხარისხის გაუარესებაა. იმდენად, რამდენადაც, როგორც წესი, მეორე სტადიის დროს არ ვრცელდება მეტასტაზები, განკურნებადობის ალბათობა კვლავ რჩება მაღალი - 80%. 

  • მესამე სტადია
სიმსივნე აგრძელებს ზრდას, რაც მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის პაციენტს. სახმო სიმების დაზიანებასთან ერთად, შესაძლოა პაციენტი უჩიოდეს მუდმივ ხმის ჩახლეჩვას ან ხმის საერთოდ დაკარგვას. ხორხის კიბოს მესამე სტადიის დროს, ხდება ყლაპვითი ფუნქციის მოშლა რაც მადის დაქვეითებას და წონის საგრძნობ კლებას იწვევს. განკურნებადობის ალბათობა დაბალია - დაახლოებით 50%, სწორად ჩატარებული თერაპიისა და წარმატებული რეაბილიტაციის შემთხვევაში. 

  • მეოთხე სტადია
აღნიშნულ სტადიაზე მეტასტაზები ვრცელდება სხვა ორგანოებსა და სისტემებში - ყველაზე ხშირად ლიმფურ სისტემაში. იმდენად, რამდენადაც სიმსივნური უჯრედები ვრცელდება სისხლიდან მთელს ორგანიზმში, განკურნება ნაკლებ სავარაუდოა. 5 წლიანი სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელი 20%-ია. 


ხორხის კიბოს სახეობები 

სიმსივნური წარმონაქმნის ადგილმდებარეობის მიხედვით განასხვავებენ ხორხის კიბოს სამ სახეობას: 

  • სიმსივნის ნაოჭზედა განლაგება. აღნიშნული სახეობა ყველაზე გავრცელებულია და გვხვდება ხორხის კიბოს შემთხვევათა 65-70%-ში. ლიგატების განყოფილებაში მდებარე სიმსივნე საკმაოდ აგრესიული ხასიათისაა და სწრაფად ვრცელდება სხვა ორგანოებსა და სისტემებში. დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა არ აღემატება 2 წელს;
  • ხორხის ნაოჭის სიმსივნე. ზემოხსენებული სახეობისგან განსხვავებით, ხორხის ნაოჭის სიმსივნე ნაკლებად აგრესიული და ამავდროულად მეტად იშვიათი სახეობაა. სტატისტიკის თანახმად, ხორხის ნაოჭის სიმსივნე გვხვდება შემთხვევათა 25-30%-ში;
  • სიმსივნის ნაოჭქვედა განლაგება. ეს ხორხის კიბოს ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ფორმაა, რომელიც პაციენტთა მხოლოდ 2%-ში გვხვდება. სიმსივნის მდებარეობა ართულებს მკურნალობას და ხშირად მთავრდება ქიქურგიული ჩარევის დროს სახმო სიმების დაზიანებით;

რისკ-ფაქტორები 


ექიმები ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ ხორხის კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზების დასახელებას. მიუხედავად ამისა, მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგებმა გამოავლინა მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებიც ხელს უწყობს აღნიშნული დაავადების განვითარებას. 

  • თამბაქოს მოხმარება
როგორც აქტიური, ისე პასიური მოწევა მნიშვნელოვნად ზრდის აღნიშნული ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს. რაც უფრო სტაჟიანია მწეველი, მით უფრო მაღალია დაავადების რისკი. თუმცა, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის შემდეგ, აღნიშნული რისკი საგრძნობლად მცირდება. 

  • ალკოჰოლის მოხმარება
რაც უფრო ხშირად და დიდი რაოდენობით მოიხმარს ადამიანი ალკოჰოლს, მით უფრო დიდია ხორხის კიბოს განვითარების ალბათობა, განსაკუთრებით თუ ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას ემატება თამბაქოს მოწევაც. ალკოჰოლური სასმელის სახეობას მნიშვნელობა არ აქვს. 

  • პროფესია
მავნე საწარმოო პირობებში მუშაობა მნიშვნელოვნად ზრდის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, განსაკუთრებით ზედა სასუნთქი გზების მიდამოში. რისკ-ჯგუში შედიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ნიკელის, გოგირდმჟავისა და ასბესტის მწარმოებელ საწარმოებში. 

  • ასაკი 
რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო დიდია აღნიშნული ონკოლოგიური დაავადებით დაავადების ალბათობა. რისკ-ჯგუში შედიან 50 წლის და უფრო ასაკოვანი მამაკაცები. 

  • არასწორი კვება
ზოგიერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც არ მოიხმარენ საკმარისი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს, უფრო მიდრეკილნი არიან ხორხის კიბოს განვითარებისაკენ. 

  • მემკვიდრეობითობა
თუკი ადამიანის საოჯახო ისტორიაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ზედა სასუნთქი გზებისა და თავის ონკოლოგიური დაავადებები, ხორხის კიბოს განვითარების ალბათობა საგრძნობლად მეტია. 

  • პაპილომავირუსი
უფრო ხშირად, აღნიშნული ვირუსი ასოცირდება საშვილოსნოს ყელის კიბოსთან, თუმცა ბოლო დროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის შეიძლება ხორხის კიბოს გამომწვევი მიზეზიც გახდეს. 


ხორხის კიბოს დიაგნოსტიკა 

ხორხის კიბოს ტიპისა და სტადიის დასადგენად, გამოიყენება შემდეგი დიაგნოსტიკის მეთოდები: 

  • ლარინგოსკოპია. ეს მეთოდი გამოიყენება ხორხში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებების აღმოსაჩენად;
  • ბიოფსია. აღნიშნული მეთოდი აგრეთვე ცნობილია ჰისტოლოგიური კვლევისა სახელით, რომლის დროსაც ხდება ხორხის ქსოვილიდან ნიმუშების აღება, რათა დადგინდეს არის თუ არა იქ სიმსივნური უჯრედები.
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა. აღნიშნულის წყალობით შესაძლებელია წარმონაქმნის სტრუქტურის გარკვევა.
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით ხდება სიმსივნური წარმონაქმნის გავრცელების ხარისხის და მეტასტაზების არსებობის ხარისხის დადგენა, აგრეთვე სიმსივნის სხვა ორგანოებთან და სისტემებთან კავშირის. უახლესი და ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობის წყალობით, კავკასიის მედიცინის ცენტრის პერსონალი ეფექტიანად იყენებს ყველა ზემოხსენებულ დიაგნოსტიკურ მეთოდს. დღესდღეობიღ კავკასიის მედიცინის ცენტრი სამართლიანად ითვლება ლიდერად რეგიონში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სფეროში. კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობა ხორციელდება უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე, საერთაშორისო დონის მკურნალობის მეთოდების გამოყენებით.

ხორხის კიბოს მკურნალობა 

ხორხის კიბო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და სახიფათო ონკოლოგიურ დაავადებათ, იმდენად, რამდენადაც ახასიათებს სიმსივნის სწრაფი ზრდა და პირველ სტადიებზე სიმპტომების არ არსებობა. იმისათვის, რომ გაიზარდოს პაციენტის განკურნების შანსი, საჭიროა გადაუდებელი, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარება. 

უახლესი დანადგარებისა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმებს, რომლებმაც დააგროვეს სამუშაო გამოცდილება აშშ-სა და გერმანიის კლინიკებში, შეუძლიათ არა მარტო გაუხანგრძლივონ სიცოცხლე ხორხის კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, არამედ დაეხმარონ მათ სრულიად გამოჯანმრთელებაში. 


ხორხის კიბოს ქირურგიული მკურნალობა 

მკურნალობის აღნიშნული მეთოდი ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ტრადიციულ მეთოდად ითვლება, მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია სიმსივნის სტადიასა და სახეობაზე. 

კავკასიის მედიცინის ცენტრში ხორხის კიბოს ქირურგიული მკურნალობა განკურნებისა და სრულფასოვანი ცხოვრების იმედს აძლევს ბევრ პაციენტს. ონკოქირურგების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის წყალობით, ხორხის კიბო პაციენტთა უმრავლესობისათვის აღარ წარმოადგენს განაჩენს. 


რადიოთერაპია 

სხივური თერაპია ხორხის კიბოს მკურნალობის მეთოდია, რომელიც როგორც წესი გვიანი სტადიების დროს ან ქირურგიულ მკურნალობასთან ერთად გამომიყენება. სტატისტიკის თანახმად რადიოთერაპია იყო და რჩება აღნიშნული ტიპის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ყველაზე შედეგიან მეთოდად. 

რადიოთერაპიული მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, რომლის დახმარებითაც, ხორხის კიბო გვიან სტადიებზეც კი ექვემდებარება მკურნალობას. კავკასიის მედიცინის ცენტრში რადიოთერაპია ტარდება უახლესი დანადგარებით, გამოცდილი ონკოქირურგების დახმარებითა და საერთაშორისო მოდელის ყველაზე მოწინავე მოთოდების გამოყენებით.

სხვა ბლოგები

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.