OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა CMC ჰოსპიტალში

22 იანვარი 2020
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა CMC ჰოსპიტალში
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია კიბოს წინარე მდგომარეობაა, რომლის დროსაც უჯრედული პათოლოგიური ზრდა მიმდინარეობს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე. აღნიშნული ანომალია ყველაზე ხშირად გვხვდება 30 წლამდე ასაკის ქალებში, თუმცა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულარული გამოკვლევების ჩატარება მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან, რათა დროულად მოხდეს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დიაგნოსტიკა და მკურნალობის დანიშვნა. წინამდებარე სტატიაში გაეცნობით თუ როგორი შეიძლება იყოს დისპლაზიის ტიპები, რა არის დაავადების გაჩენის მიზეზები და პირველი სიმპტომები, დიაგნოსტიკის რომელი მეთოდები გამოიყენება დღესდღეობით საუკეთესო კლინიკებში და რა არის აკრძალული საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დროს.


საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის ტიპები

საზოგადოდ ცნობილი კლასიფიკაციის თანახმად, გამოყოფენ საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის სამ ტიპს:

  • CIN I (L-SIL) - მარტივი ფორმა, რომლის დროსაც პაციენტებს აღენიშნებათ არა მკვეთრად გამოხატული მოდიფიკაციები ეპითელიუმის სტრუქტურაში (ეპითელიალური ფენის 1/3 დაზიანებულია). როგორც წესი, თანამედროვე დიაგნოსტიკისა და სწორად დანიშნული მკურნალობის შემთხვევაში დისპლაზიის ეს ტიპი სრულებით განკურნებადია და არ იზრდება დაავადების უფრო რთულ ფორმებში;
  • CIN II (H-SIL) – დისპლაზიის საშუალო სირთულის ფორმა, რომლის დროსაც ეპითელიალური ფენის ნახევარია დაზიანებული;
  • CIN III (H-SIL) – საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის ყველაზე მძიმე ფორმა, აღნიშნულ სტადიაზე ეპითელიუმის ფენის 2/3 -ია დაზიანებული და სახეზეა შესამჩნევი მოდიფიკაციები ეპითელიუმის სტრუქტურაში. მორფოლოგიური ცვლილებები მკვეთრად არის გამოხატული. აღნიშნულ სტადიას ახასიათებს პათოლოგიური მიტოზები, აგრეთვე უჯრედების უზარმაზარი ჰიპერქრომიული ბირთვების არსებობა.

დაავადების ზუსტი სტადიისა და ფორმის დადგენა, რომელსაც მოსდევს სწორი მკურნალობის კურსი ხელს უწყობს დაავადებისგან სრულად გათავისუფლებასა და ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებას. სწორედ ეს არის СMC ჰოსპიტალის სპეციალისტების მთავარი მიზანი, რომლებიც ყოველთვის სიღრმისეულად შეისწავლიან თითოეული პაციენტის ისტორიას, ნიშნავენ აუცილებელ მკურნალობას და უწევენ საშვილოსნოს დისპლაზიით დაავადებულ პაციენტებს კონსულტაციას იმის თაობაზე თუ რა ეკრძალებათ აკრძალული აღნიშნული დაავადების დროს.


საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას გამომწვევი მიზეზები და რისკ ფაქტორები

სპეციალისტები გამოყოფენ დისპლაზიის განვითარების რამდენიმე გამომწვევ ფაქტორს:

  • დაავადებები, რომლებიც თრგუნავს იმუნურ სისტემას (დიაბეტი, აივ ინფექცია);
  • დაავადების მიმართ გენეტიკური მიკუთვნებულობა;
  • ისეთი სამედიცინო პრეპარატების გამოყონება, რომელიც აქვეითებს იმუნიტეტს;
  • პაპილომა ვირუსი;
  • სქესობრივი პარტნიორების დიდი რაოდენობა, აგრეთვე რამოდენიმე სქესობრივი პარტნიორის ყოლა;
  • სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება (18 წლამდე); ლორწოვანი გარსის აუცილებელი ფუნქციების ფორმირების დასრულებამდე;
  • მრავალი მშობიარობა ან ხშირად შეწყვეტილი ორსულობა, თუკი საშვილოსნოს ყელი ტრავმირებულია, ამან შესაძლოა მისი დისპლაზია გამოიწვიოს, ასეთი შემთხვევათა 90%-ში სახეზე გვაქვს ეროზიაც;
  • აბორტები;
  • ქრონიკული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მოხმარება;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება, რაც გავლენას ახდენს ჰორმონალურ ფონზე;
  • ელემენტარული ჰიგიენის წესების უგულებელყოფა.

თუკი ზემოხსენებულ ჩამონათვალში აღმოაჩინეთ ის ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია თქვენი ცხოვრების წესთან, იყავით ძალიან ყურადღებით თქვენი ორგანიზმის მიმართ და ყური დაუგდეთ მასში არსებულ ცვლილებებს. ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რათა მოხდეს საშვილოსნოს ყელის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.


სიმპტომები და პირველი ნიშნები

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას მკურნალობას ართულებს ის ფაქტი, რომ დაავადების დიაგნოსტირება რთულია დაწყებით (პირველ და მეორე) სტადიებზე, როდესაც ანომალია ახალი განვითარებულია და არ არის სახეზე არანაირი მკვეთრად გამოხატული სიმპტომი. ხშირად, დაავადება დისკომფორტს უქმნის პაციენტებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე სტადიას აღწევს.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებიდან გამოყოფენ შემდეგს:

  • ხშირი გამონადენი, რომელსაც თან ახლავს არასასიამოვნო სუნი;
  • ვაგინიტი, რომელსაც ახასიათებს აგრესიული ხასიათი და არ ექვემდებარება მკურნალობას;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს და სისხლიანი გამონადენი აქტის შემდგომ;
  • ქავილი და წვის შეგრძნება საშოში;
  • ქაჩვითი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.
ადრეულ სტადიებზე დაავადების უსიმპტომო განვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია წელიწადში ერთხელ გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, რომლის დროსაც მოხდება პათოლოგიის არსებობის დადგენა.


საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დიაგნოსტიკა CMC ჰოსპიტალში

ადრეული დიაგნოსტიკისა და საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობის დანიშვნისათვის CMC ჰოსპიტალის გინეკოლოგები იყენებენ პაპ-ტესტს, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც პაპ-ნაცხი ან პაპანიკოლაუს ტესტი. ეს სრულებით უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის დროსაც გინეკოლოგი იღებს ნაცხს საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან. ამის შემდეგ, ლაბორანტი იკვლევს მას მიკროსკოპის ქვეშ და შეისწავლის მასში არსებული უჯრედების ფორმას, რაოდენობას, ზომას, განლაგებასა და შემადგენლობას.

ისეთი საბაზისო გამოკვლევა, როგორიც პაპ-ტესტია შესაძლოა დაგეხმაროთ არა მხოლოდ საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის, არამედ სხვა გინეკოლოგიური დაავადებების აღმოჩენაშიც. სწორედ ამიტომ მისი ჩატარება ყოველწლიურად რეკომენდირებულია 18 წელს მიღწეული ქალებისათვის.

თუკი პაპ-ტესტი აჩვენებს უჯრედების ანომალიურ განვითარებას, CMC ჰოსპიტალის სპეციალისტები ატარებენ კოლპოსკოპიას. აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმმა გინეკოლოგმა შესაძლოა აიღოს საშვილოსნოს ყელის ქსოვილის პატარა ნაწილი და გადააგზავნოს ლაბორატორიაში შემდგომი გამოკვლევისათვის. აღნიშნულ პროცესს ბიოფსია ეწოდება.

ამგვარად, CMС ჰოსპიტალის ექიმები მხოლოდ კომპლექსური დიაგნოსტიკის ჩატარების შემდეგ სვამენ საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დიაგნოზს.


საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა CMC ჰოსპიტალში

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა დამოკიდებულია განვითარებული პათოლოგიის ფორმაზე. მკურნალობის დანიშვნამდე, CMC ჰოსპიტალის ექიმ-გინეკოლოგები ჯერ ატარებენ კომპლექსურ გამოკვლევას ზემოაღნიშნული დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით, რათა დანიშნონ კონკრეტული პაციენტისათვის შესაბამისი მკურნალობა.

პირველი სტადიის დისპლაზიას დროს შესაძლოა არ დაინიშნოს სპეციალური მკურნალობა რადგან დაავადების მარტივი ფორმა, როგორც წესი, თავისით გადის, თუმცა, ამასთანავე მნიშვნელოვანია სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ ყოფნა. დაავადების დინამიკის კონტროლისათვის რეკომენდირებულია პაპ-ტესტის გაკეთება 3 -6 თვეში ერთხელ.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას შედარებით მძიმე ფორმების მკურნალობისათვის, CMC ჰოსპიტალის სპეციალისტები ნიშნავენ:

  • მედიკამენტურ მკურნალობას, ანთების საწინააღმდეგო თერაპიას, თანმხლები ინფექციების აღმოფხვრისა და ჰორმონალური ფონის რეგულირების მიზნით;
  • კრიოდესტრუქციას, ე.ი ანომალიური უჯრედების გაყინვა;
  • ლაზერულ თერაპიას - ე.ი პათოლოგიის ამოკვეთა ლაზერის საშუალებით;
  • ელექტროქირურგიას (ცნობილია ასევე, როგორც ექსციზია, ბიოფსია, ვულკანიზაცია) ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ხდება პათოლოგიის ამოკვეთა ელექტროდანისა ან ელექტრომარყუჟის გამოყენებით.

სარეაბილიტაციო პერიოდი

დროული და სწორად დანიშნული მკურნალობის შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის დისპლაზია სრულად განკურნებადია, თუმცა შესაძლებელია რეციდივიც. თუკი მკურნალობა არ ტარდება, დისპლაზიამ შესაძლოა მიიღოს უფრო რთული ფორმა და გადაიზარდოს სიმსივნეში. ასეთ შემთხვევაში, საჭირო ხდება ონკო-გინეკოლოგის მეთვალყურეობა.

რაც შეეხება რეაბილიტაციის პერიოდს, იგი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, პათოლოგიის ხარისხზე, პაციენტის ასაკზე, დანიშნული მკურნალობის დროულობასა და სიზუსტეზე. დისპლაზიის ადრეულ სტადიაზე მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, რეაბილიტაციის პერიოდი მოიცავს დაახლოებით ერთ თვეს პაციენტის ორგანიზმის სრულ აღდგენამდე. უფრო რთული სტადიების შემთხვევაში, როდესაც ხდება ქირურგიული ჩარევა, რეაბილიტაციის პერიოდი გრძელდება უფრო დიდხანს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში რეაბილიტაციის პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა მკურნალობის შემდეგ 2-4 თვე გრძელდება.

მკურნალობის დასრულების შემდეგ, ექიმ-გინეკოლოგები CMC ჰოსპიტალში განაგრძნობენ პაციენტებზე დაკვირვებას, რეაბილიტაციის პერიოდის განმავლობაში და მის მერეც, რათა დარწმუნდნენ რომ არ აქვს ადგილი დაავადების რეციდივს.


საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის პროფილაქტიკა

სტატისტიკის თანახმად, საშვილოსნოს ყელის კიბო, რაშიც შეიძლება გადაიზარდოს საშვილოსნოს ყელის დისპლაზია მისი უგულებელყოფის შემთხვევაში, შემთხვევათა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს ქალთა შორის არსებულ ონკოლოგიურ დაავადებებში (პირველი ადგილი სარძევე ჯირკვლის კიბოს უჭირავს). პათოლოგიის განვითარების შეჩერების მიზნით რეკომენდირებულია შემდეგი პროფილაქტიკური ქმედებების განხორციელება:

  • რეგულარული ვიზიტი გინეკოლოგთან (წელიწადში ერთხელ);
  • აცრის ჩატარება პაპილომა ვირუსზე;
  • საშვილოსნოს სკრინინგის ჩატარება (1-3-ჯერ წელიწადში);
  • უარის თქმა სიგარეტსა და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე;
  • იმუნიტეტის გაძლიერება;
  • ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება (სწორი კვება, სრულფასოვანი ძილი, სპორტი);
  • სქესობრივი პარტნიორების ხშირ ცვლაზე უარის თქმა;
  • სქესობრივი აქტების დროს პრეზერვატივების გამოყენება.

ამგვარად, ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან ერთად, შესაძლებელია პათოლოგიის განვითარების და სამომავლო მკურნალობის თავიდან აცილება.

სხვა ბლოგები

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.